reportiori.ge - თეა წულუკიანი: გვეხსნება გზა, რომ ჰააგის პროკურორთან ერთად, სამხედრო ტყვეების მკვლელობის თემაზეც ვიმუშაოთ
ჩვენ შესახებ პარტნიორები ქარტია ბმულები რეკლამა კონტაქტი
ხუთშაბათი, 14 ნოემბერი, 2024. 09:04
პოლიტიკა
თეა წულუკიანი: გვეხსნება გზა, რომ ჰააგის პროკურორთან ერთად, სამხედრო ტყვეების მკვლელობის თემაზეც ვიმუშაოთ
ავტორი:
28 იანვარი, 2016. 13:33


იუსტიციის მინისტრის თეა წულუკიანის განცხადებით, „გვეხსნება გზა იქითკენ, რომ ჰააგის პროკურორთან ერთად, ანწუხელიძის, სოფრომაძის და სხვა სამხედრო ტყვეების მკვლელობის თემაზეც ვიმუშაოთ". მისი თქმით, შუამდგომლობებზე მუშაობა უკვე წინა შემოდგომიდანაა დაწყებული.


 

ჩვენ უკვე დაწყებული გვაქვს წინა შემოდგომიდან მუშაობა იმ შუამდგომლობებზე, რომელიც გვინდა, რომ სასამართლოს ამ გადაწყვეტილების შემდეგ პროკურორს წარვუდგინოთ. რა თქმა უნდა, აქცენტები არ იცვლება და ჩვენ გამოძიების ბოლომდე, ვიდრე ჭეშმარიტება არ დადგინდება, აქცენტს გავაკეთებთ 2 მნიშვნელოვან რამეზე - პირველი, როგორც ადრე ითქვა, არის ის, რომ ეთნიკური წმენდა რაც ომამდე, ომის დროს და ოქტომბრის პერიოდამდე მოხდა, როგორც ეს ნათქვამია სასმართლოს გადაწყვეტილებაში, არა მხოლოდ ფაქტების, არამედ სამართლებრივი შეფასებების დონეზე დავამტკიცოთ. დავამტკიცოთ, რომ სამხრეთ ოსეთის ტერიტორიაზე, რომელიც საქართველოს ნაწილია, მართლაც არის მომხდარი ქართველების ეთნიკური წმენდა და ეს იქნება ჩვენი ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი და სტრატეგიული მიმართულება.
მტკიცებულებები გვაქვს იმაზე მეტი, ვიდრე დაგვჭირდებოდა. როგორც ხედავთ, ჰააგის სასამართლოს გადაწყვეტილებაში სწორედ ერთ-ერთ მთავარ მიმართულებად იმიტომ, რომ მტკიცებულებები დამაჯერებელია, არის სწორედ ეს მიმართულება. ამიტომ აქ ჩვენ სრული თანხვედრა გვაქვს", - განაცხადა თეა წულუკიანმა.



იუსტიცის მინისტრი მიესალმება იმ ფაქტს, რომ თბილისში შეხვედრის შემდეგ, რომის სტატუტიდან გამომდინარე ყველა ტიპის დანაშაულზე აქვს პროკურორს ნებართვა მიღებული.



ეს ნიშნავს, რომ ჩვენ გვეხსნება გზა იქითკენ, რომ ანწუხელიძის, სოფრომაძის და სხვა სამხედრო ტყვეების მკვლელობის თემაზეც ვიმუშაოთ ჰააგის პროკურორთან ერთად. ეს არის ძირითადად ის ორი სტრატეგიული მიმართულება, რაც გვაქვს", - განაცხადა იუსტიციის მინისტრმა.


 

ხათუნა ლაგაზიძის პრესკონფერენცია
13.02.2016
კონსტანტინე გამსახურდიას პრესკონფერენცია
13.02.2016
''ერეკლე მეორის საზოგადოების'' პრესკონფერენცია
13.02.2016
ლევან გოგიჩაიშვილის პრესკონფერენცია
11.02.2016
ნინო მაჭავარიანის, რუსუდან კვალიაშვილის და ირმა მახათაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დემურ გიორხელიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
პეტრე მამრაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
ომარ ნიშნიანიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დიმიტრი ლორთქიფანიძის პრესკონფერენცია
10.02.2016
მანანა ნაჭყებიას პრესკონფერენცია
10.02.2016