reportiori.ge - ჩინეთში კიდევ ერთი ქართული ღვინის სახლი გაიხსნა
ჩვენ შესახებ პარტნიორები ქარტია ბმულები რეკლამა კონტაქტი
ორშაბათი, 24 თებერვალი, 2025. 17:26
საზოგადოება
ჩინეთში კიდევ ერთი ქართული ღვინის სახლი გაიხსნა
ავტორი:
28 იანვარი, 2016. 13:38


ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის ჩძიანგის (Zhijiang) პროვინციის ქალაქ ლიშვეიში „ქართული ღვინის სახლი" გაიხსნა. ღონისძიებას ქართულ დელეგაციასთან ერთად საქართველოს სოფლის მეურნეობის სამინისტროს სსიპ ღვინის ეროვნული სააგენტოს სპეციალური წარმომადგენელი ჩინეთში მაია ცქიტიშვილი დაესწრო.


ქართული ღვინის სახლი „სუოლუნ" კომპანიამ გახსნა და რიგით მეორე ღვინის სახლია ბოლო 7 თვის განმავლობაში ამ კომპანიის მიერ გახსნილი. საზეიმო გახსნაზე მიწვეულნი იყვნენ ადგილობრივი დისტრიბუტორები, დილერები და მედიის წარმომადგენლები.


კომპანია „სუოლუნ"-ის გენერალურმა დირექტორმა ისიაო ძიუნუმ სტუმრებს ქართული ღვინის პრეზენტაცია წარუდგინა და ჩინეთში „ქართული ღვინის სახლების" ქსელის მნიშვნელობა გააცნო.


კომპანია „სუოლუნ" 2016 წლის ბოლომდე გეგმავს 60-80 „ქართული ღვინის სახლის" გახსნას მთელი ჩინეთის მასშტაბით, სადაც ქართული ღვინის პოპულარიზაცია ქართული კულტურისა და ისტორიის გაცნობით წარიმართება. აღსანიშნავია, რომ კომპანიის მიერ მიმდინარე წელს დაგეგმილია ქართული ღვინის სკოლის გახსნა ქალაქ ივუში (Yiwu).


მაია ცქიტიშვილმა სამუშაო შეხვედრები გამართა ჭძიანგის პროვინციის ქალაქ ივუში და გაეცნო „სუოლუნ" კომპანიის სამომავლო გეგმებს ქართული ღვინის ექსპორტის ზრდის ხელშეწყობის მიზნით. სააგენტოს წარმომადგენელი ასევე შეხვდა ჭძიანგის პროვინციის ქალაქ ივუს ლოჯისტიკური ცენტრის (Bonded Logistics Center) გენერალურ დირექტორს ქალბატონ კრისტალს, სადაც განხილული იყო ჩინეთის მთავრობის პროექტის ფარგლებში ქართული ღვინისათვის უფასო საწყობით სარგებლობის წინადადება.


ჩძიანგის პროვინცია, სადაც 55 მლნ მოსახლეა, ქალაქი ივუ ცნობილია, როგორც იმპორტირებული პროდუქტის სავაჭრო ბაზრობა. აქ, მსოფლიოს მასშტაბით თავს იყრის 90 ქვეყნისა და რეგიონის 50,000 ფართო მოხმარების იმპორტირებლი პროდუქტი.


2015 წელი განსაკუთრებით მნიშვნელოვანი იყო ჩინეთის სახალხო რესპუბლიკაში ქართული ღვინის ექსპორტის ზრდის კუთხით. ჩინეთში, წლის დასაწყისში დაფიქსირებული  ექსპორტის მკვეთრი ზრდის ტემპები  წლის ბოლომდე შენარჩუნდა და 2015 წლის მონაცემებით 122%-ს მიაღწია. ჩინეთის სახალხო რესპუბლიკაში სულ 12 თვეში ექსპორტირებულია 2 672 154 ბოთლი (0,75 ლ).


 

ხათუნა ლაგაზიძის პრესკონფერენცია
13.02.2016
კონსტანტინე გამსახურდიას პრესკონფერენცია
13.02.2016
''ერეკლე მეორის საზოგადოების'' პრესკონფერენცია
13.02.2016
ლევან გოგიჩაიშვილის პრესკონფერენცია
11.02.2016
ნინო მაჭავარიანის, რუსუდან კვალიაშვილის და ირმა მახათაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დემურ გიორხელიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
პეტრე მამრაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
ომარ ნიშნიანიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დიმიტრი ლორთქიფანიძის პრესკონფერენცია
10.02.2016
მანანა ნაჭყებიას პრესკონფერენცია
10.02.2016