reportiori.ge - რა საფრთხე შეიძლება შეუქმნათ ბავშვს ცხვირში წყალბადის ზეჟანგის ხსნარის ჩაწვეთებით
ჩვენ შესახებ პარტნიორები ქარტია ბმულები რეკლამა კონტაქტი
კვირა, 10 ნოემბერი, 2024. 06:27
პრეს-დაიჯესტი
რა საფრთხე შეიძლება შეუქმნათ ბავშვს ცხვირში წყალბადის ზეჟანგის ხსნარის ჩაწვეთებით
ავტორი:
28 იანვარი, 2016. 13:41


სოციალურ ქსელებში აქტიურად ვრცელდება რუსი ექიმის ივან ნეუმივაკინის რჩევა ღორის გრიპისგან დასაცავად. იგი ამბობს, რომ არანაირი სპეციალური ვაქცინა გრიპის მკურნალობას არ სჭირდება და ამისათვის არსებობს ძალიან მარტივი და ეფექტური მეთოდი - წყალში განზავებული წყალბადის ზეჟანგის ცხვირში ჩაწვეთება.


ამ საკითხთან დაკავშირებით „მკურნალი.გე" პედიატრ ნანა ნარეკლიშვილს ესაუბრა. მისი განმარტებით, ეს არის კონკრეტული ექიმის ინდივიდუალური მოსაზრება, რომელიც შესწავლილი და კვლევებით დადასტურებული არ არის. პედიატრის თქმით, ჭეშმარიტად სარწმუნო წყაროებზე დაყრდნობით კვლევის ჩასატარებლად მრავალი წელია საჭირო.


ნარეკლიშვილის განცხადებით, არც ერთ პროტოკოლში მითითებული არ არის, რომ წყალბადის ზეჟანგი სასუნთქი გზების ინფექციების დროს გამოიყენება.


„პირიქით, ამან შეიძლება ცხვირის ლორწოვანი დააზიანოს და ადვილად გამოვიწვიოთ ლორწოვანი გარსის ატროფია. ცხვირში ძალიან სუსტი კაპილარული წნულია. ისედაც ადვილია სისხლდენა ვირუსული ინფექციის დროს და ეს, დავუშვათ, მოწვავს კაპილარულ წნულს, მაგრამ ლორწოვან გარსზე რამდენად მხოლოდ დადებითად იმოქმედებს, არავინ იცის", - აცხადებს პედიატრი.


მისივე თქმით, თუ რაიმე მიზეზით პაციენტს პროტოკოლით გათვალისწინებულ საშუალებებზე ხელი არ მიუწვდება, შეიძლება გამოიყენოს ოდითგანვე არსებული ხალხური საშუალებები - მარილიანი წყალი, ვაშლის წვენი, სტაფილოს წვენი, რაც სრულიად დასაშვებია. „რაც პროტოკოლით არ არის მითითებული და ჭეშმარიტად საარწმუნო კვლევებით არ არის შესწავლილი და დადასტურებული, ასე ავიტაცოთ და გავავრცელოთ, რომ კლავს ვირუსს, არასწორი მიდგომაა. არაფერი კლავს ასე ადვილად ვირუსს. ერთადერთი შესაძლებელია ვაქცინაცია, ისიც მხოლოდ ასუსტებს ვირუსის მოქმედებას. ვირუსების პროფილაქტიკისთვის კარგია ვიტამინების მიღება და ხელების ხშირად დაბანა", - განმარტა ნანა ნარეკლიშვილმა.



წყარო: mkurnali.ge, თამარ ნეფარიძე


 

ხათუნა ლაგაზიძის პრესკონფერენცია
13.02.2016
კონსტანტინე გამსახურდიას პრესკონფერენცია
13.02.2016
''ერეკლე მეორის საზოგადოების'' პრესკონფერენცია
13.02.2016
ლევან გოგიჩაიშვილის პრესკონფერენცია
11.02.2016
ნინო მაჭავარიანის, რუსუდან კვალიაშვილის და ირმა მახათაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დემურ გიორხელიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
პეტრე მამრაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
ომარ ნიშნიანიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დიმიტრი ლორთქიფანიძის პრესკონფერენცია
10.02.2016
მანანა ნაჭყებიას პრესკონფერენცია
10.02.2016