დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა ამირან გამყრელიძემ ორსულ ქალბატონებს რეკომენდაციებით მიმართა. როგორც გამყრელიძემ დღეს გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა, გრიპის ვირუსისთვის ერთ-ერთ მთავარ სამიზნეს ორსული ქალბატონები წარმოადგენენ. გამყრელიძის ინფორმაციით, ისინი განსაკუთრებით ფრთხილად უნდა იყვნენ, უნდა გაითვალისწინონ რეკომენდაციები, მოერიდონ ხალხმრავალ ადგილებს, ან იმ ადგილებს, სადაც ვირუსიანი ადამიანია და ვირუსის სიმპტომების გამოჩენის პირველივე შემთხვევისთანავე უნდა მიმართონ ექიმს. მისი თქმით, ვირუსული გრიპის სეზონი დაახლოებით დეკემბრის ბოლოდან თებერვლის ჩათვლით ან მარტის დასაწყისამდე გრძელდება.
„ზუსტი პროგნოზის გაკეთება შეუძლებელია, მომავალი კვირების განმავლობაში შესაძლებელია იყოს გარკვეული ზრდა, მაგრამ არა რადიკალური. ვირუსით ამჟამად ჰოსპიტალიზებული პაციენტები გვყავს", - განაცხადა გამყრელიძემ.