reportiori.ge - სანდრო ბრეგაძე: მსურს, გავიგო ჩემი პოლიტიკური გუნდის მოსაზრება ერთსქესიანთა ქორწინების დაკანონებაზე
ჩვენ შესახებ პარტნიორები ქარტია ბმულები რეკლამა კონტაქტი
ოთხშაბათი, 13 ნოემბერი, 2024. 04:36
საზოგადოება
სანდრო ბრეგაძე: მსურს, გავიგო ჩემი პოლიტიკური გუნდის მოსაზრება ერთსქესიანთა ქორწინების დაკანონებაზე
ავტორი:
28 იანვარი, 2016. 14:21


გუშინ, 27 იანვარს, საქართველოში ერთსქესიანთა ქორწინების დაშვების მოთხოვნით საკონსტიტუციო სასამართლოში სარჩელი შევიდა. სასარჩელო მოთხოვნაა, რომ სამოქალაქო კოდექსის ის ნორმა, სადაც განმარტებულია, რომ „ქორწინება ქალისა და მამაკაცის ერთობაა", ძალადაკარგულად იქნას ცნობილი. აღნიშნულ ფაქტს ეხმაურება მოძრაობა „ეროვნულები". როგორც „ეროვნულების"დამფუძნებელმა და დიასპორის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის მოადგილე სანდრო ბრეგაძემ „რეპორტიორის" პრესკლუბში გამართულ ბრიფინგზე განახადა, ის კატეგორიულად ეწინააღმდეგება აღნიშნულ ინიციატივას და თავისი გუნდის წევრებისგან აღნიშნულ საკითხზე  უმოკლეს ვადაში აზრის დაფიქსირებას მოითხოვს.


ბრეგაძე ასევე ითხოვს, რომ უახლოეს მომავალში კონსტიტუციაში გაჩნდეს ჩანაწერი, რომ „ქორწინება ქალისა და მამაკაცის ერთობაა".


„რამდენადაც ჩემთვის ცნობილია, ამ ყველაფრის უკან დგანან გარკვეული პოლიტიკური ჯგუფები, რომლებიც შეიძლება განვიხილოთ როგორც შინაურებად, ისე გარეულებად. ჩვენ კატეგორიულად ვეწინააღმდეგებით არათუ ერთსქესიანი ქორწინების დაკანონებას ქვეყანაში, არამედ ამ საკითხის განხილვასაც კი. რა თქმა უნდა, ჩვენ ვერ ჩავერევით სასამართლოს საქმიანობაში, მაგრამ შეგვიძლია მოვუწოდოთ ყველა კეთილი ნების ადამიანს, იქნება ეს მთავრობის წარმომადგენელი თუ მოსამართლე. მოვუწოდებთ ყველას, რომ ერთად დავდგეთ ამ უზნეობის წინააღმდეგ. ეს არის საკმაოდ სერიოზული პროვოკაციის საფუძველი და დარწმუნებით შემიძლია გითხრათ, რომ ეს პროცესი საქართველოში საკმაოდ რთულ კატაკლიზმებს შობს. ღმერთმა ნუ ქნას, რომ ამ ყოველივემ ძალადობის ტალღა შვას. ჩვენ არ ვსაუბრობთ, რომ განსხვავებული სექსუალური ორიენტაციის ადამიანები უნდა იდევნებოდნენ. პირიქით, ჩვენ მათ უნდა მივცეთ განვითარებისა და საზოგადოებაში ნორმალურად ყოფნის საშუალება. მაგრამ, მეორე საკითხია, როდესაც საუბარი გვაქვს ერთსქესიან ქორწინებაზე. თავის დროზე საქართველოს ყოფილმა პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა ცალსახად განაცხადა, რომ ყველაფერს იღონებდა, რომ კონსტიტუციაში გაჩენილიყო ჩანაწერი, რომ ოჯახი არის მამაკაცის და ქალის ერთობა.

 

აუცილებელია, რომ სახელისუფლებო ძალამ დააფიქსიროს თავისი პოზიცია და საქართველოს კონსტიტუციაში გაჩნდეს ის ჩანაწერი, რომელზეც საუბრობდა ბატონი ირაკლი ღარიბაშვილი. ეს არის გადაუდებელი პროცედურა, რათა თავიდან ავიცილოთ პროვოკაციები. მსურს, გავიგო დღეს ჩემი პოლიტიკური გუნდისა და კოალიციის მოსაზრება ამ საკითხთან დაკავშირებით", - განაცხადა სანდრო ბრეგაძემ. 


 

ხათუნა ლაგაზიძის პრესკონფერენცია
13.02.2016
კონსტანტინე გამსახურდიას პრესკონფერენცია
13.02.2016
''ერეკლე მეორის საზოგადოების'' პრესკონფერენცია
13.02.2016
ლევან გოგიჩაიშვილის პრესკონფერენცია
11.02.2016
ნინო მაჭავარიანის, რუსუდან კვალიაშვილის და ირმა მახათაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დემურ გიორხელიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
პეტრე მამრაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
ომარ ნიშნიანიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დიმიტრი ლორთქიფანიძის პრესკონფერენცია
10.02.2016
მანანა ნაჭყებიას პრესკონფერენცია
10.02.2016