„არგენტინის სახლი საქართველოში" თავმჯდომარე ნიკოლოზ პატარქალიშვილი ღია წერილს აქვეყნებს, რომელსაც „რეპორტიორი" უცვლელად გთავაზობთ:
საქართველოს პრემიერ-მინისტრს ბატონ გიორგი კვირიკაშვილს;
საქართველოს ენერგეტიკის მინისტრს, ვიცე-პრემიერს ბ-ნ კახი კალაძეს;
საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრს ბ-ნ დიმიტრი ქუმსიშვილს;
საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის მინისტრს ბ-ნ მიხეილ გიორგაძეს;
საქართველოს სოფლის მეურნეობის მინისტრს ბ-ნ ოთარ დანელიას;
საქართველოს სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა მინისტრს ბ-ნ ტარიელ ხეჩიკაშვილს;
ქ.თბილისის მერს ბ-ნ დავით ნარმანიას;
კახეთის მხარეში სახელმწიფო რწმუნებულ გუბერნატორს ბ-ნ ირაკლი შიოლაშვილს;
სიღნაღის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარეს ბ-ნ გოჩა ტოკლიკიშვილს;
სიღნაღის მუნიციპალიტეტის გამგებელს ბ-ნ დავით ჯანიკაშვილს;
სოფლის მეურნეობის სამინისტროს სიღნაღის მუნიციპალიტეტის საინფორმაციო საკონსულტაციო სამსახურის უფროსს, სოფლის მეურნეობის მეცნიერებათა დოქტორს, პროფესორს ბ-ნ გიორგი (ბონდო) ბოლღაშვილს;
გურჯაანის მუნიციპალიტეტის გამგებელს ბ-ნ გივი გერგიძეს;
გურჯაანის მუნიციპალიტეტის გამგებლის მოადგილეს ბ-ნ ალექსანდრე ყვირალაშვილს;
დუშეთის, თიანეთის, მცხეთის, ყაზბეგისა და ქალაქ მცხეთის მუნიციპალიტეტებში სახელმწიფო რწმუნებულს, გუბერნატორს ბ-ნ ნუგზარ ყიფიანს;
დუშეთის, თიანეთის, მცხეთისა და ყაზბეგის მუნიციპალიტეტებში სახელმწიფო რწმუნებული გუბერნატორის ადმინისტრაციის რეგიონული პროექტების კოორდინირების სამსახურის უფროსის მოადგილეს ბ-ნ შალვა გივიაშვილს;
სოფლის მეურნეობის სამინისტროს მცხეთა-მთიანეთის რეგიონალური სამმართველოს უფროსს, სოფლის მეურნეობის დოქტორს, ბ-ნ ნიკოლოზ კიკნაველიძეს;
ქ. მცხეთის მუნციპალიტეტის ტურიზმის განვითარების ცენტრის უფროსს ქ-ნ ლალი რევიას;
საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტს, ბ-ნ ლევან კობიაშვილს;
საერთაშორისო საქველმოქმედო „ქართუ ფონდის" დამფუძნებელს,ბ-ნ ბიძინა ივანიშვილს;
„გაცნობებთ, რომ 2015 წლის 22 ნოემბერს შევხვდი ექსპრემიერ მინისტრს, საერთაშორისო საქველმოქმედო „ქართუ ფონდის" დამფუძნებელს, ბ-ნ ბიძინა ივანიშვილს, მანამდე, სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა მინისტრს ბ-ნ ტარიელ ხეჩიკაშვილს, მის მოადგილეს ბ-ნ შალვა გოგოლაძეს, საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტს ბ-ნ ლევან კობიაშვილს, 2015 წლის 26 მარტს, კახეთის მხარეში რწმუნებულ-გუბერნატორთან, ბ-ნ ირაკლი შიოლაშვილთან შეთანხმებით მის მოადგილეებს ბატონებს ზურაბ არსენიშვილსა და გივი მეტრეველს, 2015 წლის 25 დეკემბერს, სიღნაღის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარეს ბ-ნ გოჩა ტოკლიკიშვილს, სიღნაღის მუნიციპალიტეტის გამგებელს ბ-ნ დავით ჯანიკაშვილს, სოფლის მეურნეობის სამინისტროს სიღნაღის მუნიციპალიტეტის საინფორმაციო საკონსულტაციო სამსახურის უფროსს, სოფლის მეურნეობის მეცნიერებათა დოქტორს, პროფესორს ბ-ნ გიორგი (ბონდო) ბოლღაშვილს, სოფლის მეურნეობის სამინისტროს მცხეთა-მთიანეთის რეგიონალური სამმართველოს უფროსს, მეცნიერებათა დოქტორს ბ-ნ ნიკოლოზ კიკნაველიძეს, საქართველოს ადმინისტრაციულ-ტერიტორიულ ერთეულებში (დუშეთის, თიანეთის, მცხეთისა და ყაზბეგის მუნიციპალიტეტები) სახელმწიფო რწმუნებული გუბერნატორის ადმინისტრაციის რეგიონული პროექტების კოორდინირების სამსახურის უფროსის მოადგილეს ბ-ნ შალვა გივიაშვილს, მცხეთის მუნციპალიტეტის ტურიზმის განვითარების ცენტრის უფროსს ქ-ნ ლალი რევიას და სხვებს, რომლებსაც ვაცნობეთ და მოიწონეს საქართველოსა და "მერკოსურის" (არგენტინა, ბრაზილია, ურუგვაი...) ქვეყნებს შორის სავაჭრო-ეკონომიკური, ტურისტული, კულტურული, სპორტული ურთიერთთანამშრომლობის განვითარების მიზნით, 2016 წლის ოლიმპიური თამაშების წინ საქართველოში (მაის-ივნის-ივლისში), შემდეგი ღონისძიებების ორგანიზების შესახებ:
1. „მერკოსურის" ქვეყნების ბიზნეს-ფორუმი - კახეთის რეგიონში
1-1 „მერკოსურის" ქვეყნებიდან სიღნაღის მუნიციპალიტეტში სათესლე კულტურების (ხორბალი, ქერი, შვრია და სხვა) შემოტანა; ღვინის, ლუდის, უალკოჰოლო სასმელების, ხილისა და ბოსტნეულის საკონსერვო, რძის პროდუტების, ტანსაცმლისა და ფეხსაცმლის ერთობლივი საწარმოების, ხილისა და ბოსტნეულის რეალიზებისათვის თანამედროვე ტექნოლოგიებით აღჭურვილი სასაწყობო მეურნეობების შექმნა; მეცხოველეობის, მეფრინველეობისა და ტურიზმის განვითარება; საფეხბურთო სკოლის დაფუძნება;
1-2 თელავის მუნიციპალიტეტში - ხილისა და ბოსტნეულის გადამამუშავებელი ერთობლვიი საწარმოს შექმნა; ტურიზმის განვითარება; საფეხბურთო სკოლის დაფუძნება;
1-3 გურჯაანის მუნციპალიტეტში ხილის გადამამუშავებელი ერთობლივი საწარმოსა და ხილისა და ბოსტნეულის რეალიზებისათვის თანამედროვე ტექნოლოგიებით აღჭურვილი სასაწყობო მეურნეობების შექმნა, საფეხბურთო სკოლის დაფუძნება;
1-4 ლაგოდეხის მუნიციპალიტეტში თამბაქოს მეურნეობის აღდგენა.
2. მერკოსურის ქვეყნების ბიზნეს ფორუმი - მცხეთა-მთიანეთის რეგიონში
2-1 მეცხოველეობის განვითარება, მსხვილფეხა რქოსანი პირუტყვის
შემოყვანა და ერთობლივი საჯიშე მეურნეობების შექმნა;
2-2 ტურიზმის განვითარება;
3-3 რძის პროდუქტების ერთობლვი საწარმოს შექმნა;
3-4 არგენტინიდან სათესლე კარტოფილის შემოტანა;
3-5 სასოფლო-სამეურნეო აგრეგატების შემოტანა და ერთობლივი
საწარმოს შექმნა;
3-6 აგროტექნიკური სამუშაოებისთვის საჭირო პრეპარატების შემოტანა;
3-7 საფეხბურთო სკოლის დაფუძნება.
3. „მერკოსურის" ქვეყნების ბიზნეს-ფორუმი - თბილისში:
3-1 ტურიზმის განვითარება;
3-2 არგენტინა-საქართველოს კულტურულ-სპორტული ცენტრის დაფუძნება;
3-3 საფეხბურთო სკოლის დაფუძნება.
4. ლეგენდარული ქართველი ფეხბურთელების მიხეილ მესხისა და სლავა მეტრეველის ხსოვნისადმი მიძღვნილი საერთაშორისო ტურნირი „პელეს თასზე"
4-1. არგენტინის, ბრაზილიის, ურუგვაისა და საქართველოს ახალგაზრდული (21
წლამდე) ნაკრები გუნდების მონაწილეობით, (შესაძლებელია ექვსთა ტურნირის
ორგანიზება რუსეთისა და იტალიის შესაბამისი ასაკის ნაკრები გუნდების
მონაწილეობით);
4-2 ტურნირის საზეიმო გახსნა და დახურვა არგენტინის, ბრაზილიის, ურუგვაისა
და საქარველოს ხალხური ცეკვის, მუსიკოს შემსრულებელთა ანსამბლების
მონაწილეობით და სხვა;Y
4-3. Eედსონ არანტეს დე ნასიმენტოს - (პელეს) ვიზიტი;
4-4. ხუთფიგურიანი სკულპტურული კომპოზიციის (გიორგი სიჭინავა, სლავა
მეტრეველი, პელე, მიხეილ მესხი, ანზორ კავაზაშვილი) შექმნა და გახსნა
ცნობილი ფოტოს მიხედვით;
4-5. სატელევიზიო დოკუმენტური ფილმის შექმნა - „პელესა და ქართველი
ფეხბურთელების ურთიერთობა" და ჩვენება ტურნირის საზეიმო გახსნისას.
5. „მერკოსურის" ქვეყნების იმპრესარიოების ვიზიტი
5-1 საფეხბურთო ტურნირის დღეებში თბილისის საკონცერტო დარბაზში საქართველოს სახელმწიფო და თვითშემოქმედებითი ანსამბლების სამთავრობო კონცერტი პელესა და ტურნირის მონაწილეებისათვის, „მერკოსურის" ქვეყნების იმპრესარიოების თანდასწრებით, მომავალი საგასტროლო მოგზაურობების განსახორციელებლად მათ ქვეყნებში.
6. ტურისტული ჯგუფების ვიზიტი - ლეგენდარული ქართველი ფეხბურთელების მიხეილ მესხისა და სლავა მეტრეველის ხსოვნისადმი მიძღვნილი ტურნირის დღეებში
1. არგენტინიდან ორი ჩარტერული რეისი;
2. ბრაზილიიდან სამი ჩარტერული რეისი;
3. ურუგვაიდან ერთი ჩარტერული რეისი.
ბატონებო, გასული წლის დეკემბრიდან, ზემოაღნიშნული პროექტის განსახორციელებლად შექმნილი საორგანიზაციო ჯგუფი აქტიურად მუშაობს როგორც სამხრეთ ამერიკელ პარტნიორებთან, ისე ადგილობრივ ორგანიზაციებთან საქართველოში, რათა ხელი შეუწყოს ქვეყნის პოპულარიზაციას, ინვესტიციების მოზიდვას, სავაჭრო-ეკონომიკურ ურთიერთთანამშრომლობას, ტურიზმის განვითარებას, კლასიკური, საესტარდო, სახელმწიფო და თვითშემოქმედებითი ხალხური სიმღერისა და ცეკვის ანსამბლების, სპორტის სახეობების, მათ შორის ფეხბურთის კლუბებისა და ნაკრები გუნდების მიწვევებს "მერკოსურის" ქვეყნებში და სხვა ორმხრივი სასარგებლო ღონისძიებების გამართვას.
აღსანიშნავია, რომ ბ-ნი ბიძინა ივანიშვილი შეხვედრისას დაგვპირდა, რომ საქმის კურსში ჩააყენებდა საქართველოს ენერგეტიკის მინისტრს, ვიცე-პრემიერს ბ-ნ კახი კალაძეს (რომელმაც ჯერ კიდევ 2014 წ. 11 თებერვალს, საინფორმაციო სააგენტო "მედიანიუსს" განუცხადა: "ძალიან საინტერესოა თუკი საქართველოში ამ ტურნირის მოწყობა შესაძლებელი გახდება. ამისათვის დეტალურად იქნება გასავლელი ორგანიზაციული საკითხები, ვინ იღებს პასუხისმგებლობას ამ გუნდების ჩამოყვანაზე და ა.შ. ვფიქრობ, სახელმწიფოს მხრიდან თანამშრომლობაზე დადებითი პასუხი იქნება, რადგან მივიჩნევთ, რომ ქვეყანაში მსგავსი ღონისძიებების გამართვა სპორტის, ფეხბურთის განვითარებისათვის მეტად მნიშვნელოვანია")... და "ქართუ" ფონდის გამგეობის თავმჯდომარეს ბ-ნ ნიკოლოზ ჩხეტიანს. 2015 წლის 30 ნოემბერს "არგენტინის სახლმა საქართველოში" უკვე წერილობით მიმართა (თანდართული ხარჯთაღრიცხვით) "ქართუ" ფონდის დამფუძნებელს ბ-ნ ბიძინა ივანიშვილს ღონისძიებების დაფინანსების თაობაზე. სპონსორების მოძიების საქმეში დახმარება აღგვიქვეს სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა მინისტრმა, ბ-ნმა ტარიელ ხეჩიკაშვილმა და ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტმა ბ-ნმა ლევან კობიაშვილმა.
ბატონებო, გთხოვთ, თქვენი მოსაზრებები და გადაწყვეტილებები, აღნიშნულ პროექტთან დაკავშირებით, შესაძლო მოკლე ვადაში, გვაცნობოთ (ელექტრონული ფოსტის მისამართი: ნიკოარგ1@ჰოტმაილ.ცომ), რათა ჩვენმა სამხრეთ ამერიკელმა პარტნიორებმა ოპერატიულად უზრუნველყონ შესაბამისი მოლაპარაკებების წარმოება საკუთარი ქვეყნების სათანადო სახელისუფლებო სტრუქტურებთან", - ნათქვამია წერილში.
აქვე პატარქალიშვილი საპასუხოდ მიღებულ წერილებს აქვეყნებს: