reportiori.ge - „ქვეყანაში მოგების მარჟა რომ არსებობდეს, მედიკამენტებზე ხელმისაწვდომობის პრობლემა დღეს არ იქნებოდა“
ჩვენ შესახებ პარტნიორები ქარტია ბმულები რეკლამა კონტაქტი
ორშაბათი, 24 თებერვალი, 2025. 18:59
საზოგადოება
„ქვეყანაში მოგების მარჟა რომ არსებობდეს, მედიკამენტებზე ხელმისაწვდომობის პრობლემა დღეს არ იქნებოდა“
ავტორი:
28 იანვარი, 2016. 15:02


ფარმაცევტულ ბაზარზე ახალი მოთამაშე - „ჰუმანითი ჯორჯია გამოჩნდა, რომელიც თავდაპირველად პირველადი მოხმარების ჯენერიკულ მედიკამენტებს შემოიტანს. საინტერესოა, რა იციან ამ კომპანიის შესახებ საზოგადოების სხვადასხვა წრეებში და რას ფიქრობენ ჯენერიკ-მედიკამენტებზე. აღნიშნულთან დაკავშირებით ,,საქართველოს ახალი თაობის ფარმაცევტთა ასოციაციის" პრეზიდენტი დავით პეტრიაშვილი გვესაუბრა:


„ზოგადად, ჯენერიკები კარგია, რადგან იაფია  მათი წარმოება, შესაბამისად სააფთიაქო ქსელებში მათი ფასიც  შედარებით დაბალია,  ვიდრე ბრენდული მედიკამენტების. ამის ერთ-ერთი მიზეზია, რომ ბრენდისგან განსხვავებით, ჯენერიკები უკვე მზა ფორმით უფრო დიდი რაოდენობით იწარმოება და მათ გამოცდაზე თანხებიც არ იხარჯება. ინდოეთიდან შემოტანილი ჯენერიკები შეღავათიან ფასად იყიდება, როგორც წესი. მაგრამ არ უნდა დაგვავიწყდეს ხარისხის კონტროლი. მთავარია, ახალი კომპანია „ჰუმანითი ჯორჯია" რამდენად სანდო და ხარისხიან ჯენერიკებს შემოგვთავაზებს. პირველ რიგში კარგად უნდა გამოიკვლიოს ეს წამლის სააგენტომ, თუ რა კომპანიაა, რას წარმოადგენს, აქვს თუ არა ხარისხის დამადასტურებელი შესაბამისი სერტიფიკატი. თუ ყველა მოთხოვნას აკმაყოფილებს, რატომაც არა, ძალიან კარგია ახალი მოთამაშის და მოთამაშეების გამოჩენა ფარმაცევტულ ბაზარზე", - ამბობს პეტრიაშვილი.

 

დავით პეტრიაშვილმა ფარმაცევტულ ბაზარზე არსებულ ხარვეზებზეც ისაუბრა და აღნიშნა, რომ მთავარი პრობლემა ქვეყანაში ფარმაცევტულ ბიზნესში მოგების მარჟის არარსებობაა:


„ზოგადად, ფარმაცევტული ბაზრის ყველაზე დიდ მინუსად მიმაჩნია, რომ წამლების ფასები, ფაქტობრივად, უკონტროლოდ იზრდება. ზოგჯერ მოგება 400 პროცენტსაც აღწევს. მოგების მარჟა რომ არსებობდეს, მედიკამენტებზე ხელმისაწვდომობის პრობლემა დღეს არ იქნებოდა, მაგრამ რადგან ჯანდაცვის სამინისტრო ფასწარმოქმნაში ვერ ჩაერევა, ალბათ ერთადერთი, რისი გარანტიის მოცემაც შეუძლია და ვალდებულია, არის მედიკამენტების ხარისხის კონტროლი", - აცხადებს პეტრიაშვილი.

 


 

ხათუნა ლაგაზიძის პრესკონფერენცია
13.02.2016
კონსტანტინე გამსახურდიას პრესკონფერენცია
13.02.2016
''ერეკლე მეორის საზოგადოების'' პრესკონფერენცია
13.02.2016
ლევან გოგიჩაიშვილის პრესკონფერენცია
11.02.2016
ნინო მაჭავარიანის, რუსუდან კვალიაშვილის და ირმა მახათაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დემურ გიორხელიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
პეტრე მამრაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
ომარ ნიშნიანიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დიმიტრი ლორთქიფანიძის პრესკონფერენცია
10.02.2016
მანანა ნაჭყებიას პრესკონფერენცია
10.02.2016