ვიცე-პრემიერი, ენერგეტიკის მინისტრი კახა კალაძე რადიო „თავისუფლებასთან" ინტერვიუში საქართველოს და „გაზპრომს" შორის მოლაპარაკებებზე საუბროს.
კალაძის შეფასებით, საქართველო პრიორიტეტულ მდგომარეობაშია, რადგან ქვეყანა რამდენიმე წყაროდან იღებს აირს: აზერბაიჯანული კომპანა „სოკარიდან", „შაჰდენიზის" კონცერნიდან და რუსული „გაზპრომიდან".
„მილერი რომ ძლიერია მოლაპარაკებებში, არ ნიშნავს, რომ ქართული მხარე რამეს დათმობს. ამიტომ გრძელდება ეს მოლაპარაკებები ამდენ ხანს. ყველაფერი იოლი რომ ყოფილიყო, მე ვფიქრობ, დიდი ხნის წინ იქნებოდა ხელმოწერილი ყველაფერი. ჩვენ ჩვენი ინტერესები გვაქვს. მე ვთვლი, რომ საქართველო ახლა პრიორიტეტულ მდგომარეობაშია. ჩვენ რამდენიმე წყაროდან ვიღებთ აირს: აზერბაიჯანული კომპანა „სოკარიდან", „შაჰდენიზის" კონცერნიდან და რუსული „გაზპრომიდან". მე ვფიქრობ, ნებისმიერ ევროპულ ქვეყანას ენდომებოდა, ყოფილიყო ისეთ სიტუაციაში, როგორშიც დღეს საქართველოა. ბუნებრივია, რომ მე, როგორც ენერგეტიკის მინისტრი, გამოვიყენებ ამ სიტუაციას. მე რამდენიმეჯერ ვთქვი, რომ აზერბაიჯანი ჩვენი სტრატეგიული პარტნიორია. მაგრამ გაზის მოწოდებასთან დაკავშირებით პრობლემებია", - განაცხადა კახა კალაძემ.