reportiori.ge - ირაკლი შიხიაშვილი: ვეტერანს გაეწევა ყველა ის სამედიცინო დახმარება, რასაც არ ანაზღაურებს საყოველთაო დაზღვევა
ჩვენ შესახებ პარტნიორები ქარტია ბმულები რეკლამა კონტაქტი
ორშაბათი, 24 თებერვალი, 2025. 18:57
საზოგადოება
ირაკლი შიხიაშვილი: ვეტერანს გაეწევა ყველა ის სამედიცინო დახმარება, რასაც არ ანაზღაურებს საყოველთაო დაზღვევა
ავტორი:
28 იანვარი, 2016. 15:56


ვეტერანებს სულ მალე ექნებათ ჰოსპიტალი, სადაც მათ სრულფასოვან სამედიცინო მომსახურეობას შესაბამის გარემოში გაუწევენ.


ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურსა და კლინიკა „ლანცეტს" შორის გაფორმდა მემორანდუმი, რომლის თანახმად, ამიერიდან ვეტერანებს შეეძლებათ, სამედიცინო სერვისები მიიღონ ბევრად უფრო კომფორტულ გარემოში.


ვეტერანებს ექნებათ სამედიცინო მომსახურეობის საუკეთესო პირობები, ისინი წლობით იყვნენ ამას მოკლებულნი. დღეს შესაძლებელი გახდა, ჩაიტარონ მაღალტექნოლოგიური გამოკვლევები ერთ სივრცეში. ყველა ის სამედიცინი სერვისი, რომელსაც მაღალი დონის მომსახურეობის სახით სთავაზობს კლინიკა ლანცეტი". ვეტერანს გაეწევა ყველა ის სამედიცინო დახმარება, რასაც არ ანაზღაურებს საყოველთაო დაზღვევა. არცერთი ვეტერანი არ დარჩება სამედიცინო სერვისის გარეშე.

 

კლინიკა ლანცეტი" მზადაა, მიიღოს ვეტერანები და იზრუნოს მათზე. ამასთანავე დავძენთ, რომ ვეტერანთა ჰოსპიტლის ექიმებზე ზრუნვა ჩვენი მოვალეობა არ იყო, მაგრამ ვგრძნობდით მათ წინაშე მორალურ ვალდებულებას, რადგან ისინი წლობით ზრუნავდნენ და ფიქრობდნენ ვეტერანებზე, ბევრი ვეტერანის სიცოცხლე გადაარჩინეს და ყველაზე უკეთ მათ იციან, რა სახის სამედიცინო დახმარება სჭირდებათ მათ. მინდა ვუთხრა ყველას, რომ ამ ექიმებს დასაქმების პრობლემა არ ექნებათ, ლანცეტი" მზადაა მათ მისაღებად", - განაცხადა ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურის დირექტორმა ირაკლი შიხიაშვილმა.


 

ხათუნა ლაგაზიძის პრესკონფერენცია
13.02.2016
კონსტანტინე გამსახურდიას პრესკონფერენცია
13.02.2016
''ერეკლე მეორის საზოგადოების'' პრესკონფერენცია
13.02.2016
ლევან გოგიჩაიშვილის პრესკონფერენცია
11.02.2016
ნინო მაჭავარიანის, რუსუდან კვალიაშვილის და ირმა მახათაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დემურ გიორხელიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
პეტრე მამრაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
ომარ ნიშნიანიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დიმიტრი ლორთქიფანიძის პრესკონფერენცია
10.02.2016
მანანა ნაჭყებიას პრესკონფერენცია
10.02.2016