reportiori.ge - იენს სტოლტენბერგი: რუსეთი საქართველოს ნაწილების უკანონო ოკუპაციას განაგრძობს
ჩვენ შესახებ პარტნიორები ქარტია ბმულები რეკლამა კონტაქტი
ხუთშაბათი, 14 ნოემბერი, 2024. 09:00
პოლიტიკა
იენს სტოლტენბერგი: რუსეთი საქართველოს ნაწილების უკანონო ოკუპაციას განაგრძობს
ავტორი:
28 იანვარი, 2016. 17:04


NATO-ს გენერალური მდივნის იენს სტოლტენბერგის ყოველწლიურ, 2015 წლის ანგარიშში, რომელიც ალიანსის ვებ-გვერდზე ცოტა ხნის წინ გამოქვეყნდა, საქართველოს დიდი ადგილი ეთმობა. ანგარიშში ნათქვამია, რომ რუსეთი განაგრძობს საქართველოს ნაწილების უკანონო ოკუპაციას.



დოკუმენტში ნათქვამია, რომ ბოლო წლების განმავლობაში, რუსეთმა NATO-ს საზღვრებთან სამხედრო აქტიურობა მნიშვნელოვნად გაზარდა და მოახდინა დემონსტრირება, რომ მზად არის, საკუთარი საგარეო და თავდაცვითი პოლიტიკური მიზნების განსახორციელებლად ძალა გამოიყენოს.



რუსეთმა ძალა საქართველოში 2008 წელს გამოიყენა", - ნათქვამია დოკუმენტში.



2015 წლის NATO-ს ანგარიშში ასევე ჩამოთვლილია გასული წლის განმავლობაში NATO-სა და მისი მოკავშირეების მიერ ჩატარებული სამხედრო წვრთნები, ასევე აღნიშნულია, რომ 5-20 ივნისს ბალტიისპირეთში გამართულ მასშტაბურ საზღვაო წვრთნებში ქართველმა სამხედროებმაც მიიღეს მონაწილეობა.



საკვანძო სამხედრო წვრთნებს შორის დასახელებულია საქართველოში, 2015 წლის 8-22 ივლისს ჩატარებული მრავალეროვნული წვრთნებიც, რომელშიც ქართველების გარდა, მონაწილეობა მიიღო 800-ზე მეტმა სამხედრომ ბულგარეთიდან, ლატვიიდან, ლიტვიდან, რუმინეთიდან და აშშ-დან.



ყოველწლიურ ანგარიშში აღნიშნულია ისიც, რომ გასულ წელს ჩატარდა არაერთი საკონსულტაციო შეხვედრა NATO-სა და მის მოკავშირეებს შორის, მათ შორის საქართველოშიც.


დოკუმენტის თანახმად, NATO ასევე მუშაობდა ევროკავშირთან, აღმოსავლეთ პარტნიორობის პროგრამის პარტნიორთა, მათ შორის საქართველოს მხარდასაჭერად.


ანგარიშში, სადაც NATO-ს პარტნიორებზეა საუბარი, დეტალურადაა განმარტებული NATO-ს აქტივობები ღია კარის პოლიტიკის ფარგლებში და ამ კონტექსტში საქართველოცაა ნახსენები.


დოკუმენტში ნათქვამია, რომ დეკემბრის დასაწყისში გამართულ შეხვედრაზე NATO-ს საგარეო საქმეთა მინისტრებმა კიდევ ერთხელ დაადასტურეს მათი მტკიცე მხარდაჭერა საქართველოს წევრობის მისწრაფებისადმი და მოუწოდეს განახორციელოს წევრობისთვის საჭირო რეფორმები, ასევე დაადასტურეს NATO-ს მხარდაჭერა ამ ძალისხმევისადმი.


ალიანსმა 2015 წელს დაადასტურა მისი ერთგულება ღია კარის პოლიტიკისადმი. NATO- კარი ღიაა ყველა ევროპული დემოკრატიისთვის, რომელიც ალიანსის ფასეულობებს იზიარებს, მზად არიან და შეუძლიათ აიღოს წევრობის პასუხისმგებლობა და ვალდებულებები", - ნათქვამია დოკუმენტში.



ყოველწლიურ ანგარიშში ნათქვამია, რომ გასულ წელს NATO-მ რიგი სიახლე შემოიღო, რამაც მისცა გარკვეულ ქვეყნებს, მათ შორის საქართველოს უფრო ღრმა თანამშრომლობის შესაძლებლობა.


 

ხათუნა ლაგაზიძის პრესკონფერენცია
13.02.2016
კონსტანტინე გამსახურდიას პრესკონფერენცია
13.02.2016
''ერეკლე მეორის საზოგადოების'' პრესკონფერენცია
13.02.2016
ლევან გოგიჩაიშვილის პრესკონფერენცია
11.02.2016
ნინო მაჭავარიანის, რუსუდან კვალიაშვილის და ირმა მახათაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დემურ გიორხელიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
პეტრე მამრაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
ომარ ნიშნიანიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დიმიტრი ლორთქიფანიძის პრესკონფერენცია
10.02.2016
მანანა ნაჭყებიას პრესკონფერენცია
10.02.2016