reportiori.ge - პროკურორი ლევან ღვადაშვილი მოკლულ დათვთან გადაღებული ფოტოსურათების გამო თანამდებობას ტოვებს
ჩვენ შესახებ პარტნიორები ქარტია ბმულები რეკლამა კონტაქტი
ორშაბათი, 24 თებერვალი, 2025. 19:19
საზოგადოება
პროკურორი ლევან ღვადაშვილი მოკლულ დათვთან გადაღებული ფოტოსურათების გამო თანამდებობას ტოვებს
ავტორი:
28 იანვარი, 2016. 17:13


გურჯაანის რაიონული პროკურორი ლევან ღვადაშვილი „პირველის" ჟურნალისტთან საუბარში არ ადასტურებს მასმედიით გავრცელებულ ფოტოებზე ასახული ცხოველის მოკვლასთან კავშირს.


პროკურორის განცხადებით, პასუხისმგებლობის გრძნობიდან გამომდინარე, მან  მიიღო გადაწყვეტილება და საქართველოს მთავარ პროკურორს მიმართა განცხადებით დაკავებული თანამდებობიდან გათავისუფლების შესახებ:


 

მაღალი საზოგადოებრივი ინტერესიდან გამომდინარე საჭიროდ ჩავთვალე, გამეკეთებინა განცხადება ბოლო პერიოდში მასმედიით გავრცელებულ ფოტოსურათებთან დაკავშირებით, რომლებზეც დაფიქსირებული ვართ მე და ჩემი მეგობრები მოკლულ დათვთან. მინდა აღვნიშნო, რომ თითქმის ოცი წელია ვმუშაობ პროკურატურის სისტემაში და ჩემი მუშაობის, ისევე როგორც ჩემი ცხოვრების ძირითადი პრინციპი იყო კეთილსინდისიერება და მაღალი პასუხისმგებლობა. არასოდეს გადამიხვევია კანონის მოთხოვნებიდან. მიუხედავად იმისა, რომ დათვზე უკანონო ნადირობაში არასოდეს მიმიღია მონაწილეობა და არც მასმედიით გავრცელებულ ფოტოსურათებზე ასახული ცხოველის მოკვლასთან კავშირს არ ვადასტურებ, სწორედ ჩემი პასუხისმგებლობის გრძნობიდან გამომდინარე, იმისათვის, რომ არ გაჩნდეს კიდევ დამატებითი კითხვები, რამაც შეიძლება იმოქმედოს პროკურატურის იმიჯზე, იმ უწყებაზე, რომელიც ჩემთვის ძალიან ძვირფასია, მე მივიღე გადაწყვეტილება და საქართველოს მთავარ პროკურორს მივმართე განცხადებით დაკავებული თანამდებობიდან გათავისუფლების შესახებ", - აცხადებს ლევან ღვადაშვილი.



შეგახსენებთ, რომ ინტერნეტ-სივრცეში გავრცელდა ფოტოები, სადაც ჩანს „წითელ ნუსხაში" შეტანილი დათვი, რომელზეც  გურჯაანის პროკურორმა ლევან ღვედაშვილმა, პროკურატურის სხვა თანამშრომლებთან ერთად ინადირა.


 

ხათუნა ლაგაზიძის პრესკონფერენცია
13.02.2016
კონსტანტინე გამსახურდიას პრესკონფერენცია
13.02.2016
''ერეკლე მეორის საზოგადოების'' პრესკონფერენცია
13.02.2016
ლევან გოგიჩაიშვილის პრესკონფერენცია
11.02.2016
ნინო მაჭავარიანის, რუსუდან კვალიაშვილის და ირმა მახათაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დემურ გიორხელიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
პეტრე მამრაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
ომარ ნიშნიანიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დიმიტრი ლორთქიფანიძის პრესკონფერენცია
10.02.2016
მანანა ნაჭყებიას პრესკონფერენცია
10.02.2016