reportiori.ge - რუსა გვაზავა: ყველა ვალში ვართ ირინა ენუქიძესთან და იმ ჯგუფთან, რომელმაც გაბედა და სააკაშვილის რეჟიმს დაუპირისპირდა
ჩვენ შესახებ პარტნიორები ქარტია ბმულები რეკლამა კონტაქტი
ორშაბათი, 24 თებერვალი, 2025. 19:25
საზოგადოება
რუსა გვაზავა: ყველა ვალში ვართ ირინა ენუქიძესთან და იმ ჯგუფთან, რომელმაც გაბედა და სააკაშვილის რეჟიმს დაუპირისპირდა
ავტორი:
28 იანვარი, 2016. 18:42


ჟურნალისტი რუსა გვაზავა სანდრო გირგვლიანის მკლელობის 10 წლისთავთან დაკავშირებით facebook-ზე პოსტს აქვეყნებს, სადაც წერს, რომ „ყველანი ვალში ვართ როგორც ქალბატონ ირინა ენუქიძესთან, ისე იმ მცირერიცხოვან ჯგუფთან, რომელმაც გაბედა და სააკაშვილის დიქტატორულ რეჟიმს დაუპირისპირდა".

 

„10 წელი გავიდა სანდრო გირგვლიანის მკვლელობიდან. ვფიქრობ, ჩვენ ყველანი ვალში ვართ როგორც ქალბატონ ირინა ენუქიძესთან, ისე იმ მცირერიცხოვან ჯგუფთან, რომელმაც გაბედა და სააკაშვილის დიქტატორულ რეჟიმს დაუპირისპირდა. ქვეყნისა და ერის წინაშე გაწეული ღვაწლისთვის პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა სანდრო გირგვლიანის დედა, ირინე ენუქიძე გარდაცვალების შემდეგ თამარ მეფის ორდენით დააჯილდოვა. ჩემი აზრით, ორდენზე მნიშვნელოვანი გახლდათ ის, რომ პრეზიდენტმა ხაზი გაუსვა ამ მცირერიცხოვანი ჯგუფის გამბედაობას და ღვაწლს. ადამიანებისას, რომლებმაც დაიწყეს და ფაქტობრივად პირველი ნაბიჯები გადადგეს რეჟიმის გასატეხად.

 

სანდრო გირგვლიანის მკვლელობის საქმე ერთ-ერთი ყველაზე გახმაურებული კრიმინალური საქმეა თანამედროვე საქართველოს ისტორიაში. 2006 წლის 28 იანვარს მომხდარმა მკვლელობამ და მასთან დაკავშირებულმა მოვლენებმა ეჭვქვეშ დააყენა საქართველოს სასამართლო სისტემის დამოუკიდებლობა და ზოგადად მთავრობის მიერ გატარებული დემოკრატიული რეფორმების სიმტკიცე. მე მაშინ ერთ-ერთი საინფორმაციო სააგენტოს კორესპონდენტი ვიყავი და მახსოვს, რედაქტორი ხშირად მსაყვედურობდა, ნუ გავიწყდება, რომ გასაშუქებლად მიდიხარ და აქციაზე ნუ რჩებიო. ერთ-ერთი მიზეზი გახლდათ ის, რომ ჩემი სტუდენტობის მეგობარიც ამ მცირერიცხოვანი ჯგუფის წევრი იყო და ხშირად თანავუგრძნობდი მათ და ვხედავდი მათ ხშირ დაპატიმრებებს.

 

მახსოვს, ირინა ენუქიძეს, როცა პირველად მივედი პრესკონფერენციაზე, ძლივს გავუბედე კითხვის დასმა. ამ ქალის სახემ შემძრა და შემრცხვა, რომ კითხვის დასმის მეტი არაფერი შემეძლო. ამიტომაც ვრჩებოდი ხშირად აქციაზე, რომ ერთით მეტი აქციის მონაწილე ყოფილიყო. ერთ-ერთი მორიგი აქციის დროს კი, სადაც ძალიან მცირე რაოდენობის ადამიანი იყო მისული და გასაშუქებლად მისულს მხოლოდ ბუტა (ამირან) რობაქიძის დედა და სანდრო გირგვლიანის ბაბუა დამხვდა, მახსოვს მისი სიტყვები: „სულ ესა ვართ საქართველო". თუმცა, სულ ეს არ ვართ საქართველო, ჩვენ გვახსოვს სანდრო გირგვლიანი! გვახსოვს და მადლობას ვუხდით იმ მცირერიცხოვან ჯგუფს, ვინც მაშინ რეჟიმს დაუპირისპირდა. ყველას სახელი ზეპირად არ მახსოვს, თუმცა, ბევრი მათ შორის არასოდეს დამავიწყდება, ვისაც ხშირად ვხედავდი აქციებზე. ხშირად აპატიმრებდნენ: ლაშა ჩხარტიშვილი, ირაკლი კაკაბაძე, მიშა კაჭკაჭიშვილი, ჯაბა ჯიშკარიანი, ლევან გოგიჩაიშვილი და სხვები. ყველამ დავწეროთ მათი სახელები, ვინც გაბედა, მაშინ ეს არცთუ ისე იოლი იყო. როცა რედაქტორი მეტყოდა, აქციაზე რატომ რჩები, ამისაც კი მეშინოდა..." - წერს გვაზავა.


 

ხათუნა ლაგაზიძის პრესკონფერენცია
13.02.2016
კონსტანტინე გამსახურდიას პრესკონფერენცია
13.02.2016
''ერეკლე მეორის საზოგადოების'' პრესკონფერენცია
13.02.2016
ლევან გოგიჩაიშვილის პრესკონფერენცია
11.02.2016
ნინო მაჭავარიანის, რუსუდან კვალიაშვილის და ირმა მახათაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დემურ გიორხელიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
პეტრე მამრაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
ომარ ნიშნიანიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დიმიტრი ლორთქიფანიძის პრესკონფერენცია
10.02.2016
მანანა ნაჭყებიას პრესკონფერენცია
10.02.2016