reportiori.ge - თავდაცვის მინისტრის კომენტარი ჰააგის საერთაშორისო სასამართლოს მიერ გამოძიების დაწყების საკითხზე
ჩვენ შესახებ პარტნიორები ქარტია ბმულები რეკლამა კონტაქტი
ხუთშაბათი, 14 ნოემბერი, 2024. 09:03
პოლიტიკა
თავდაცვის მინისტრის კომენტარი ჰააგის საერთაშორისო სასამართლოს მიერ გამოძიების დაწყების საკითხზე
ავტორი:
28 იანვარი, 2016. 20:17



საქართველოს თავდაცვის მინისტრი ჰააგის სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს მიერ 2008 წლის რუსეთ-საქართველოს ომის გარემოებების გამოძიების დაწყებას ეხმაურება. თინათინ ხიდაშელის განცხადებით, განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ის ფაქტი, რომ მანდატის ფარგლებში აგვისტოს გარდა სექტემბერ-ოქტომბერში მომხდარი ფაქტებიც განიხილება.


„სამწუხაროდ, ეთნიკური წმენდა, რომელიც ქართველების წინააღმდეგ განხორციელდა „სამხრეთ ოსეთში", იყო, სწორედ, აგვისტოს ომის აქტიური ფაზის დასრულების შემდეგ - როცა ადამიანების სიცოცხლეს პირდაპირი საფრთხე აღარ ემუქრებოდა და ყველაფერი გააკეთა იქ მყოფმა შეიარაღებულმა ძალებმა, რომ გაედევნათ მოსახლეობა „სამხრეთ ოსეთის" ტერიტორიიდან.

 

სოფლებს ბულდოზერებმა გადაურა, სწორედ, იმ მიზნით და იმ მოსაზრებით, რომ ქართველებს დასაბრუნებელი აღარ ჰქონოდათ. ამიტომ, მისასალმებელია და ნამდვილად, ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ომის შემდგომი პერიოდი - სექტემბერი და ოქტომბერიც განისაზღვრა მანდატის ფარგლებში.

 

ასევე ძალიან მნიშვნელოვანია ის ფაქტი, რომ როგორც იქნა, ერთხელ და სამუდამოდ, ყოველგვარი სპეკულაციების დასრულების შესაძლებლობა ჩნდება ამ გამოძიებით.

 

დარწმუნებული ვარ, ჰააგის სისხლის სამართლის საერთაშორისო პროკურორი ყველაფერს გააკეთებს იმისთვის, რომ აგვისტოს ომზე სიმართლე დადგინდეს და ეთნიკური წმენდა, ეს განსაკუთრებით მძიმე დანაშაული, რომელიც ქართველების წინააღმდეგ ჩაიდინეს, საერთაშორისო ტრიბუნალის მიერ ერთხელ და სამუდამოდ დადასტურებულად გამოცხადდეს და პასუხისმგებელი პირები დაისაჯონ",- განაცხადა თავდაცვის მინისტრმა.




 

ხათუნა ლაგაზიძის პრესკონფერენცია
13.02.2016
კონსტანტინე გამსახურდიას პრესკონფერენცია
13.02.2016
''ერეკლე მეორის საზოგადოების'' პრესკონფერენცია
13.02.2016
ლევან გოგიჩაიშვილის პრესკონფერენცია
11.02.2016
ნინო მაჭავარიანის, რუსუდან კვალიაშვილის და ირმა მახათაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დემურ გიორხელიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
პეტრე მამრაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
ომარ ნიშნიანიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დიმიტრი ლორთქიფანიძის პრესკონფერენცია
10.02.2016
მანანა ნაჭყებიას პრესკონფერენცია
10.02.2016