reportiori.ge - მაია ასათიანი: გადაცემის მომზადების ერთ-ერთი მოტივატორი სწორედ სახალხო დამცველის ანგარიში იყო!
ჩვენ შესახებ პარტნიორები ქარტია ბმულები რეკლამა კონტაქტი
ორშაბათი, 24 თებერვალი, 2025. 19:24
საზოგადოება
მაია ასათიანი: გადაცემის მომზადების ერთ-ერთი მოტივატორი სწორედ სახალხო დამცველის ანგარიში იყო!
ავტორი:
28 იანვარი, 2016. 23:37



უჩა ნანუაშვილის მოწოდებას, რომ „რუსატვი2"-ს გადაცემა „პროფილი", რომელიც სუიციდს ეხებოდა ეთერში არ გაეშვა,  გადაცემის წამყვანი მაია ასათიანი „კურიერში" გამოეხმაურა. მისი თქმით გადაცემა არის სუიციდის პრევენციაზე და ის შემოქმედებით ჯგუფთან ერთად ბოდიშის მოხდას მოითხოვს. ასათიანი ამბობს, რომ მზად არის შეხვდეს დამოუკიდებელ ექსპერტთა ჯგუფს, საერთაშორისო მედიის წარმომადგენლებს, აჩვენოს ეს გადაცემა და დარწმუნებულია, რომ ისინი დაადასტურებენ ყველა საერთაშორისო ნორმის გათვალისწინებას ამ გადაცემაში.

 

 

„მე მინდა მივმართო და ვუთხრა ყველას, რომ  გადაცემის მომზადების ერთ-ერთი მოტივატორი სწორედ სახალხო დამცველის ანგარიში იყო ამ თემაზე. დღე არ გავა, რომ თითქმის ყველა ინტერნეტ პორტალმა, სხვადასხვა სააგენტომ,  ჟურნალსა და გაზეთმა არ გააშუქოს ის, რომ საქართველოს სხვადასხვა რეგიონში, სოფელში თუ ქალაქში მოზარდმა სხვადასხვა ფორმით მოიკლა თავი. ასეთი მოზარდების რიცხვი არის გაზრდილი. გადაცემაში მოწვეული სტუმრები საქართველოში ცნობილი ფსიქოლოგები და ფსიქიატრები არიან. გადაცემაში ვმსჯელობთ რა უნდა გავაკეთოთ, როგორ უნდა შევამჩნიოთ, რომ ბავშვს პრობლემა აქვს და ვის უნდა მივმართოთ რომ დავეხმაროთ ჩვენს შვილებს.  სირცხვილია ასეთი ფაქიზი თემისგან შექმნა სკანდალი. მე მინდა მივმართო სახალხო დამცველის ოფისს, ჩვენ გიკავშირდებოდით სისტემატიურად. ამ თემაზე  სასაუბროდ  სტუმრად დავპატიჟეთ თქვენი წარმომადგენელი, რაზეც უარი გვითხარით. გირეკავდით, გვინდოდა რჩევები და რეკომენდაციები, თქვენ ტელეფონს არ პასუხობდით.

 

 

სახალხო დამცველმა შეშფოთება გამოთქვა გადაცემაზე, რომელიც ეთერში ჯერ არ გასულა. კიდევ ერთხელ ვამბობ, დღევანდელი პროფილი არის სუიციდის პრევენციაზე.

 

 

მე ვითხოვ ბოდიშის მოხდას. ამ გადაცემაზე მუშაობის დროს  შევხვდით კომპეტენტურ ადამიანებს, ფსიქოლოგებსა და ფსიქიატრთა ჯგუფს,  გავიარეთ კონსულტაციები და გავითვალისწინეთ ყველა საერთაშორისო პრაქტიკა. მე ვარ მზად შევხვდე დამოუკიდებელ ექსპერტთა ჯგუფს, საერთაშორისო მედიის წარმომადგენლებს ვაჩვენო ეს გადაცემა და დარწმუნებული ვარ ისინი დაადასტურებენ იმას, რომ ყველა საერთაშორისო ნორმა გათვალისწინებულია.

 

 

მე დავიცავ სტანდარტს და არ ვიტყვი ვინ, სად და როგორ მოიკლა თავი. თუ ვინმე აპირებს, რომ მომავალში მომხდარი სუიციდის შემთხვევა დააბრალოს გადაცემა „პროფილს" ჩვენ მივმართავთ სასამართლოს. ჩვენ ვმსჯელობთ პრობლემის მოგვარებაზე. ამ გადაცემის მომზადების დროს შევხვდი ძალიან ბევრ დაღუპული ბავშვის მშობელს. მათ გვითხრეს გაგვეკეთებინა გადაცემა, რათა სხვების შვილები დავიცვათ მსგავსი შემთხვევებისგან", - განაცხადა მაია ასათიანმა.

 

 

 

მოამზადა სოფო ხუგოიანმა

წყარო: რუსთავი2


 

 

 

ხათუნა ლაგაზიძის პრესკონფერენცია
13.02.2016
კონსტანტინე გამსახურდიას პრესკონფერენცია
13.02.2016
''ერეკლე მეორის საზოგადოების'' პრესკონფერენცია
13.02.2016
ლევან გოგიჩაიშვილის პრესკონფერენცია
11.02.2016
ნინო მაჭავარიანის, რუსუდან კვალიაშვილის და ირმა მახათაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დემურ გიორხელიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
პეტრე მამრაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
ომარ ნიშნიანიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დიმიტრი ლორთქიფანიძის პრესკონფერენცია
10.02.2016
მანანა ნაჭყებიას პრესკონფერენცია
10.02.2016