reportiori.ge - დიდთოვლობას ნგრევა მოჰყვა - გურიაში ზარალს ითვლიან
ჩვენ შესახებ პარტნიორები ქარტია ბმულები რეკლამა კონტაქტი
ორშაბათი, 24 თებერვალი, 2025. 19:23
საზოგადოება
დიდთოვლობას ნგრევა მოჰყვა - გურიაში ზარალს ითვლიან
ავტორი:
29 იანვარი, 2016. 02:22



გურიაში  მეოთხე  დღეა დიდთოვლობას ებრძვიან. ოზურგეთის მუნიციპალიტეტის სოფლებში თოვლის საფარისგან გზების წმენდა ინტენსიურად მიმდინარეობს. პრობლემები შეიქმნა ნატანები-შრომა-ურეკის საავტომობილო მაგისტრალზე. ადგილზე 8 ერთეული სპეცტექნიკა მუშაობს. დამატებით თოვლსაწმენდი ტექნიკა მუნიციპალიტეტს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტრომ გამოყო. როტორის ტიპის დანადგარი თოვლის საფარისგან ნატანების საგზაო მონაკვეთს ასუფთავებს. ამ დროისთვის გავლადია სოფელ კონჭკათის სამანქანო გზა.


 

 დიდთოვლობას მუნიციპალიტეტში ნგრევა მოჰყვა. დაზარალდა გოგუაძეების ათსულიანი ოჯახი დაბა ურეკში. ჩამონგრეულია ორსართულიანი საცხოვრებელი სახლის სახურავი. გოგუაძეები დროებით მეზობელთან ცხოვრობენ. მძიმე მდგომარეობაა სოფელ შრომაშიც. უხვი ნალექის გამო თამარ აბულაძისა და მერაბ დარჩიას საცხოვრებელ სახლებს სახურავი ჩამოეშალა. აბულაძეები ამ დროისთვის დედაქალაქში იმყოფებიან. ადგილზე იმყოფებოდნენ მუნიციპალიტეტის გამგეობის ინფრასტრუქტურის სამსახურის თანამშრომლები. სპეციალური კომისია ზარალის დათვლას შეუდგა.

 

 

 „უკვე მეოთხე დღეა ვებრძვით დიდთოვლობას. თოვლის საფარი რიგ სოფლებში 80 სანტიმეტრს აჭარბებს. ტექნიკა მუშაობს უწყვეტ რეჟიმში. დამატებითი ტექნიკის საშუალებით, რომელიც ინფრასტრუქტურის სამინისტრომ გამოგვიყო, ყველა რთულ მონაკვეთს გავასუფთავებთ. ვიყენებთ ყველა რესურსს პრობლემების დროულად აღმოსაფხვრელად,"- აღნიშნა ოზურგეთის მუნიციპალიტეტის გამგებელმა მერაბ ჭანუყვაძემ. მუნიციპალიტეტი საგანგებო რეჟიმში მუშაობას აგრძელებს.




 

 

 

 

 



 

ხათუნა ლაგაზიძის პრესკონფერენცია
13.02.2016
კონსტანტინე გამსახურდიას პრესკონფერენცია
13.02.2016
''ერეკლე მეორის საზოგადოების'' პრესკონფერენცია
13.02.2016
ლევან გოგიჩაიშვილის პრესკონფერენცია
11.02.2016
ნინო მაჭავარიანის, რუსუდან კვალიაშვილის და ირმა მახათაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დემურ გიორხელიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
პეტრე მამრაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
ომარ ნიშნიანიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დიმიტრი ლორთქიფანიძის პრესკონფერენცია
10.02.2016
მანანა ნაჭყებიას პრესკონფერენცია
10.02.2016