reportiori.ge - დღეს ეროვნული უშიშროების საბჭოს სხდომა გაიმართება, მას გიორგი კვირიკაშვილიც დაესწრება
ჩვენ შესახებ პარტნიორები ქარტია ბმულები რეკლამა კონტაქტი
ხუთშაბათი, 14 ნოემბერი, 2024. 08:59
პოლიტიკა
დღეს ეროვნული უშიშროების საბჭოს სხდომა გაიმართება, მას გიორგი კვირიკაშვილიც დაესწრება
ავტორი:
29 იანვარი, 2016. 02:45



დღეს ეროვნული უშიშროების საბჭოს სხდომა გაიმართება. მას პრემიერმინისტრი გიორგი კვირიკაშვილიც დაესწრება. სხდომაზე მიწვეულია ყველა წევრი. პრეზიდენტის ადმინისტრაციაში პარლამენტის თავმჯდომარე და თავდაცვის მინისტრიც მივლენ. 

 

მთავარი განსახილველი საკითხი ნატოს ვარშავის სამიტი იქნება ასევე იმსჯელებენ საერთაშორისო მისიებთან დაკავშირებულ თემებზეც. არ არის გამორიცხული დღის წესრიგს სხვა საკითხებიც დაემატოს.

 

სხდომა 14:00 საათზეა ჩანიშნული, რის შემდეგაც პრეზიდენტის რეზიდენციაში საზეიმო მიღება გაიმართება, რომელიც ეროვნული უშიშროების საბჭოს დაარსების 20 წლისთავს ეძღვნება.

 

შეგახსენებთ, რომ ყოფილი პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი პრეზიდენტის მიერ მოწვეულ უშიშროების საბჭოს სხდომას მხოლოდ ერთხელ, 2014 წლის 28 ოქტომბერსდაესწრო. საბჭოს სხვა სხდომებს პრემიერ-მინისტრი არ დასწრებია.

 

უშიშროების საბჭოს სხდომაზე პრემიერის დაუსწრებლობის ტრადიცია ღარიბაშვილის წინამორბედმა ბიძინა ივანიშვილმა დაამკვიდრა. ივანიშვილი 2013 წლის 9 ოქტომბერს საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის მიერ მოწვეულ უშიშროების საბჭოს სხდომას არ დაესწრო, რადგან ის პრეზიდენტის "პიარაქციად" მიიჩნია.



წყარო: „რუსთავი2"


 

 

 

ხათუნა ლაგაზიძის პრესკონფერენცია
13.02.2016
კონსტანტინე გამსახურდიას პრესკონფერენცია
13.02.2016
''ერეკლე მეორის საზოგადოების'' პრესკონფერენცია
13.02.2016
ლევან გოგიჩაიშვილის პრესკონფერენცია
11.02.2016
ნინო მაჭავარიანის, რუსუდან კვალიაშვილის და ირმა მახათაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დემურ გიორხელიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
პეტრე მამრაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
ომარ ნიშნიანიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დიმიტრი ლორთქიფანიძის პრესკონფერენცია
10.02.2016
მანანა ნაჭყებიას პრესკონფერენცია
10.02.2016