ოპერისა და ბალეტის თეატრში გახსნის ცერემონიალისთვის მზადება თითქმის დასრულებულია.
6 წლიანი პაუზის შემდეგ ოპერისა და ბალეტის თეატრი 30 იანვარს საზეიმოდ გაიხსნება. თეატრი 164 სეზონის გახსნას გარემონტებული დარბაზით, გახმოვანების უახლესი აპარატურით და თანამედროვე განათებით ხვდება. პირველი წარმოდგენა, რომლითაც დასი მაყურებლის წინაშე წარდგება, „აბესალომ და ეთერი" იქნება. 30 იანვარს სცენაზე ლადო ათანელი, თამარ ივერი, თეიმურაზ გუგუშვილი და სხვა ვარსკვლავები ქართველი მაყურებლის წინაშე წარსდგებიან. თეატრის რეაბილიტაცია ფონდ ქართუს ფინანსური უზრუნველყოფით 2010 წელს დაიწყო.
მოამზადა სოფო ხუგოიანმა
წყარო: „20/30"