reportiori.ge - კოკა ყანდიაშვილი: ''ქართუს'' 40 000 000 $ დაუჯდა ოპერის შენობის რეაბილიტაცია და გახსნაზე მხოლოდ 50 მოსაწვევი გადასცეს
ჩვენ შესახებ პარტნიორები ქარტია ბმულები რეკლამა კონტაქტი
ორშაბათი, 24 თებერვალი, 2025. 19:22
საზოგადოება
კოკა ყანდიაშვილი: ''ქართუს'' 40 000 000 $ დაუჯდა ოპერის შენობის რეაბილიტაცია და გახსნაზე მხოლოდ 50 მოსაწვევი გადასცეს
ავტორი:
29 იანვარი, 2016. 11:46


„ქართუს" 40 000 000 $ დაუჯდა ოპერის შენობის რეაბილიტაცია და გახსნაზე მხოლოდ 50 მოსაწვევი გადასცეს", - ამ კომენტარს ჟურნალისტ კოკა ყანდიაშვილი facebook-გვერდზე აქვეყნებს:


„რამდენიმე დღის წინ, ერთი „ბედოვლათის" სტატუსი წავიკითხე - „30 იანვარს ოპერისა და ბალეტის თეატრის გახსნაზე ჯავშნები მოხსნილია, იმიტომ რომ „ქართუმ" წაიღო მოსაწვევებიო" და კომენტარები - „ნეტა თუ იციან, სად არის ეგ თეატრი", „მიხვდებიან თუ არა, აპლოდისმენტები როდის უნდა დაუკრან" და ასე შემდეგ.

 

ახლა კი რეალობა: - „ქართუს" 40 000 000 $ დაუჯდა ზაქარია ფალიაშვილის სახელობის თბილისის ოპერისა და ბალეტის თეატრის შენობის რეაბილიტაცია, ხოლო გაზსნაზე მას 50 მოსაწვევი გადასცეს.

 

უტიფრობა და უმადურობა - უკიდეგანოა ამ ქვეყანაში.

 

პ.ს. საერთო ჯამში წლების განმავლობაში ფონდმა „ქართუმ" რა თანხა გაიღო თეატრების სარესტავრაციო სამუშაოებისთვის. როგორც „ქართუდან" მოწოდებული ინფორმაციით ირკვევა, წლების განმავლობაში, ფონდიდან ამ მიზნით 58 724 306 ლარი გამოყო. ამ თანხას ოპერისა და ბალეტის თეატრის სარეაბილიტაციო სამუშაოებისთვის გაღებული თანხა - 40 მილიონი დოლარი ემატება, რაც საერთო ჯამში 143 724 306 ლარს შეადგენს.

 

აქედან, ბათუმის დრამატული თეატრის რესტავრაციისთვის 778 400 ლარია გამოყოფილი. ფონდი „ქართუს" ინფორმაციით, ბათუმის დრამატული თეატრის რესტავრაცია 2015 წელს დაიწყო და სამუშაოები ახლაც მიმდინარეობს.

 

რუსთაველის თეატრის რესტავრაციისა და ტექნიკური აღჭურვილობისთვის, 2002-2005 წლებში 11 946 413 ლარია გამოყოფილი;

 

მარჯანიშვილის თეატრის რესტავრაციისა და ტექნიკური აღჭურვილობისთვის 4 991 758 ლარი ( 2005-2010წ.წ);

 

თუმანიშვილის თეატრის რესტავრაციისა და ტექნიკური აღჭურვილობისთვის 1 614 422 ლარი (2002-2004 წ.წ);

 

დუმბაძის მოზარდმაყურებელთა სახელობის თეატრის რესტავრაციისა და აღჭურვილობისთვის 4 336 678 ლარი ( 2005-2007 წ.წ.);

 

გრიბოედოვის თეატრის რესტავრაციისა და ტექნიკური აღჭურვილობისთვის 15 827 000 ლარი (2006 - 2009 წ.წ );

 

თავისუფალი თეატრის რესტავრაციისა და ტექნიკური აღჭურვილობისთვის 2 374 635 ლარი (2007-2008 წ.წ);

 

გაბრიაძის სახელობის მარიონეტების თეატრის რესტავრაციისადა ტექნიკური აღჭურვილობისთვის 2 031 000 ლარი (2007-2008წ.წ);

 

ჯანსუღ კახიძის სახელობის მუსიკალური ცენტრის რეკონსტრუქციისა და ტექნიკური აღჭურვილობისთვის 14 824 000 ლარი (2000- 2011 წ.წ.)", - წერს კოკა ყანდიაშვილი.


 

ხათუნა ლაგაზიძის პრესკონფერენცია
13.02.2016
კონსტანტინე გამსახურდიას პრესკონფერენცია
13.02.2016
''ერეკლე მეორის საზოგადოების'' პრესკონფერენცია
13.02.2016
ლევან გოგიჩაიშვილის პრესკონფერენცია
11.02.2016
ნინო მაჭავარიანის, რუსუდან კვალიაშვილის და ირმა მახათაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დემურ გიორხელიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
პეტრე მამრაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
ომარ ნიშნიანიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დიმიტრი ლორთქიფანიძის პრესკონფერენცია
10.02.2016
მანანა ნაჭყებიას პრესკონფერენცია
10.02.2016