ოქროყანაში მოკლული სანდრო გირგვლიანის მამა გურამ გირგვლიანი ითხოვს ყველა იმ პირის დასჯას, ვინც მისი შვილის მკვლელობაში უშუალოდ მონაწილეობდა. განცხადება გირგვლიანმა ტელეკომპანია „იბერიას" ეთერში გააკეთა:
„გამოძიება მიმდინარეობს, ერთი პროცესი დასრულებულია და ახლა მიმდინარეობს მეორე პროცესი დათა ახალაიას მიმართებაში, ასევე სააკაშვილის და ადეიშვილის ამ პროცესში მონაწილეობის საქმეზე. ველოდებით, რომ გაეცეს პასუხი კითხვებს, რა მოხდა ოქროყანის სასაფლაოზე, ვინ იყო სანდროსთან, ვინ მოკლა სანდრო?! ერთი ნამდვილად ვიცით, დაკვეთა მოდის „შარდენ ბარის" სუფრიდან, პირადად სალაყაიას დაკვეთა იყო! დამტკიცებულია, ორი პროცესი ჩატარდა, სადაც მელნიკოვმა პირდაპირ დაადო ხელი სალაყაიას! ვითხოვ სალაყაიას, დონაძის, სანოძის და ყველა წევრის დაკავებას, ვინც სუფრაზე იმყოფებოდა! დათა ახალიამ უბრძანა მელნიკოვს და მელნიკოვმაც აღასრულა!" - ამბობს გირგვლიანი ტელეკომპანია „იბერიას" ეთერში.
შეგახსენებთ, ოლეგ მელნიკოვი საპროცესო გარიგებით პატიმრობიდან გათავისუფლებულია.