reportiori.ge - ნიკოლოზ მჟავანაძე: 2016 წლის არჩევნებისთვის „ნაციონალების“ მხრიდან მასშტაბური პროვოკაციებია მოსალოდნელი!
ჩვენ შესახებ პარტნიორები ქარტია ბმულები რეკლამა კონტაქტი
ოთხშაბათი, 13 ნოემბერი, 2024. 06:56
პოლიტიკა
ნიკოლოზ მჟავანაძე: 2016 წლის არჩევნებისთვის „ნაციონალების“ მხრიდან მასშტაბური პროვოკაციებია მოსალოდნელი!
29 იანვარი, 2016. 15:09


უფლებადამცველი ნიკოლოზ მჟავანაძერეპორტიორთან" საუბარში არ გამორიცხავს, რომ 2016 წლის არჩევნებზე „ნაციონალური მოძრაობის" მხრიდან მასშტაბურ პროვოკაციებს ჰქონდეს ადგილი. უფლებადამცველი მიიჩნევს, რომ  „ნაციონალები" რევოლუციის სცენარის გათამაშებას შეეცდებიან და ეს მათი ერთ-ერთი მთავარი ამოცანაა.


ნაციონალური მოძრაობა" 2016 წლის არჩევნებისთვის უკიდურეს მეთოდებს იყენებს. ყველას კარგად ახსოვს, ხურჩაში ავტობუსი ააფეთქეს, რომ იქ არჩევნების ჩაშლა რუსებს დაბრალებოდათ, ეს ამბავი გამოძიებულია. არჩევნების წინ გარკვეული პროვოკაციების მოწყობა სჭირდებოდათ და ამას ახერხებდნენ კიდეც. მათ ჰყავთ სადამსჯელო ჯგუფი,თავისუფალი ზონა", რომელიც პროვოკაციებს აწყობს. გუშინ ვნახეთ ქვების სროლა და ა.შ... ეს იყო გენერალური რეპეტიცია.  გარდაბანი არ ნიშნავდა არაფერს, უბრალოდ, სიტუაციის ასეთი დაძაბვა მათ იმისთვის სჭირდებათ, რომ შეფუთონ და ევროპაში წაიღონ, თქვან, რომ არჩევნებს აყალბებენ და მათ სასიკეთოდ რაღაც რეზოლუციები მიაღებინონ. ხელისუფლებამ ყველა ის ხალხი უნდა დასაჯოს, ვინც არჩევნების გარკვეულწილად სხვა ფორმატში გადაყვანა და ჩაშლა სცადა. სამომავლოდ ვიღაცეებს საშუალება არ უნდა მიეცეთ, მსგავსი პროვოკაციების მოაწყონ.

 

2016 წლის არჩევნებისთვის „ნაციონალების" მხრიდან უფრო მასშტაბური პროვოკაციებია მოსალოდნელი. მათ გამარჯვების შანსი არ აქვთ, ამიტომ  საზოგადოებაში ესკლაციის მოხდენა სურთ", - განაცხადა ნიკოლოზ მჟავანაძემ. 


 

ხათუნა ლაგაზიძის პრესკონფერენცია
13.02.2016
კონსტანტინე გამსახურდიას პრესკონფერენცია
13.02.2016
''ერეკლე მეორის საზოგადოების'' პრესკონფერენცია
13.02.2016
ლევან გოგიჩაიშვილის პრესკონფერენცია
11.02.2016
ნინო მაჭავარიანის, რუსუდან კვალიაშვილის და ირმა მახათაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დემურ გიორხელიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
პეტრე მამრაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
ომარ ნიშნიანიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დიმიტრი ლორთქიფანიძის პრესკონფერენცია
10.02.2016
მანანა ნაჭყებიას პრესკონფერენცია
10.02.2016