reportiori.ge - ნანა კაკაბაძე: „ნაციონალურ მოძრაობას“ აქვს ნებისმიერი სისულელის ლობირების საშუალება ევროპაში!
ჩვენ შესახებ პარტნიორები ქარტია ბმულები რეკლამა კონტაქტი
ოთხშაბათი, 13 ნოემბერი, 2024. 04:10
პოლიტიკა
ნანა კაკაბაძე: „ნაციონალურ მოძრაობას“ აქვს ნებისმიერი სისულელის ლობირების საშუალება ევროპაში!
29 იანვარი, 2016. 15:59


ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის მიერ მიღებულ დოკუმენტში ასახულ ინფორმაციას - უფლებადამცველების დაცვის კუთხით საქართველოში ვითარების გაუარესებასთან დაკავშირებით, უფლებადამცველი ნანა კაკაბაძე „ნაციონალური მოძრაობის" ლობიზმს უკავშირებს. კაკაბაძის თქმით, ამ პოლიტიკურ პარტიას აქვს შესაძლებლობა და იმის ბერკეტები, სასურველი ინფორმაციები მიიტანოს ევროპის პოლიტიკურ ორგანიზაციებამდე.


„ნაციონალურ მოძრაობას" აქვს ბერკეტები და ნებისმიერი სისულელის ლობირების საშუალება ევროპაში. ამგვარი ქმედება ახდენს თავად ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის რეპუტაციის დისკრედიტაციას. საქართველოს მოსახლეობა ხედავს, რომ ასამბლეა ასეთ სერიოზულ დოკუმენტში ეყრდნობა არარეალურ ინფორმაციებს. როდესაც ქართველ საზოგადოებაშიც არ არის ასეთი განცდა და მოსახლეობა იმ დოკუმენტში ასახულ შეფასებებს არ აღიქვამს რეალობად, რადგან უსაფუძვლოა, და ამ დროს ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეა ასეთ დადგენილებას იღებს, უბრალოდ, არასერიოზულად და არაკვალიფიციურად გამოიყურება საქართველოს მოსახლეობის თვალში. გამოიყურებიან ისე, რომ ისინი არიან მართულები ისეთი ნეგატიური პოლიტიკური ძალის მიერ, როგორიც არის „ნაციონალური მოძრაობა", - განუცხადა „რეპორტიორს" კაკაბაძემ.  


ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის მიერ მიღებულ დოკუმენტში აღნიშნულია, რომ უფლებადამცველების დაცვის კუთხით საქართველოში ვითარების გაუარესების ნიშნებია.


არის ვითარების გაუარესების საგანგაშო ნიშნები გარკვეულ წევრ ქვეყნებში, მათ შორის საქართველოში. კერძოდ, შეინიშნება საჯარო თავდასხმები, ცნობილ უფლებადამცველებზე შესაძლო კომპრომატული მასალების გასაჯაროების საფრთხეები და ადვოკატების წინააღმდეგ ფიზიკური შეურაცხყოფის, ზეწოლისა და დაშინების ფაქტები, მათ შორის იმ ადვოკატების წინააღმდეგ, რომლებიც პოლიტიკურად სენსიტიურ საქმეებზე მუშაობენ    ", - აღნიშნულია დოკუმენტში.


 

ხათუნა ლაგაზიძის პრესკონფერენცია
13.02.2016
კონსტანტინე გამსახურდიას პრესკონფერენცია
13.02.2016
''ერეკლე მეორის საზოგადოების'' პრესკონფერენცია
13.02.2016
ლევან გოგიჩაიშვილის პრესკონფერენცია
11.02.2016
ნინო მაჭავარიანის, რუსუდან კვალიაშვილის და ირმა მახათაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დემურ გიორხელიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
პეტრე მამრაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
ომარ ნიშნიანიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დიმიტრი ლორთქიფანიძის პრესკონფერენცია
10.02.2016
მანანა ნაჭყებიას პრესკონფერენცია
10.02.2016