reportiori.ge - ირაკლი სესიაშვილი: თუ ვინმე იქნება დასასჯელი, მოუწევს პასუხისგება
ჩვენ შესახებ პარტნიორები ქარტია ბმულები რეკლამა კონტაქტი
ოთხშაბათი, 13 ნოემბერი, 2024. 06:48
პოლიტიკა
ირაკლი სესიაშვილი: თუ ვინმე იქნება დასასჯელი, მოუწევს პასუხისგება
ავტორი:
29 იანვარი, 2016. 17:35


პარლამენტის თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის თავმჯდომარე ირაკლი სესიაშვილმა კითხვაზე- ცენტრალურ აფრიკაში ქართველ სამხედროებთან დაკავშირებით გავრცელებული ინფორმაციის დადასტურების შემთხვევაში, უნდა დადგეს თუ არა ყოფილი ან მოქმედი მაღალჩინოსნების პასუხისმგებლობის საკითხი, ჟურნალისტებს განუცხადა, რომ გამოძიება უნდა ჩატარდეს სრულფასოვნად და ამის შემდეგ, თუ ვინმე იქნება დასასჯელი, მოუწევს პასუხისგება.



პირველ რიგში, გამოძიება უნდა დასრულდეს. ჩვენ ამ საკითხს ძალიან სერიოზულად ვაკვირდებით. გამოძიება უნდა ჩატარდეს სრულფასოვნად და ამის შემდეგ, იმის მიხედვით, თუ ვინმე იქნება დასასჯელი, მოუწევს ამ ყველაფერზე პასუხისგება. მთავარია, ჩვენი შეიარაღებული ძალების პრესტიჟი იყოს დაცული. თითოეული ჯარისკაცის და ოფიცრის უფლებები უნდა იყოს დაცული. დასკვნების გამოტანა მხოლოდ გამოძიების დასრულების შემდეგ იქნება შესაძლებელი", - განაცხადა ირაკლი სესიაშვილმა.



გაერო-ს ადამიანის უფლებათა უმაღლესი კომისარიატის ინფორმაციით, ცენტრალური აფრიკის რესპუბლიკაში ქართველმა სამხედროებმა მცირეწლოვანი გოგონების წინააღმდეგ სექსუალური ძალადობა განახორციელეს. 


 

ხათუნა ლაგაზიძის პრესკონფერენცია
13.02.2016
კონსტანტინე გამსახურდიას პრესკონფერენცია
13.02.2016
''ერეკლე მეორის საზოგადოების'' პრესკონფერენცია
13.02.2016
ლევან გოგიჩაიშვილის პრესკონფერენცია
11.02.2016
ნინო მაჭავარიანის, რუსუდან კვალიაშვილის და ირმა მახათაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დემურ გიორხელიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
პეტრე მამრაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
ომარ ნიშნიანიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დიმიტრი ლორთქიფანიძის პრესკონფერენცია
10.02.2016
მანანა ნაჭყებიას პრესკონფერენცია
10.02.2016