reportiori.ge - ნანა დევდარიანი: უფლებადამცეველების მდგომარეობა არათუ გაუარესდა, გაუმჯობესდა!
ჩვენ შესახებ პარტნიორები ქარტია ბმულები რეკლამა კონტაქტი
ოთხშაბათი, 13 ნოემბერი, 2024. 04:16
პოლიტიკა
ნანა დევდარიანი: უფლებადამცეველების მდგომარეობა არათუ გაუარესდა, გაუმჯობესდა!
29 იანვარი, 2016. 17:46


„გლობალური კვლევების ცენტრის" ხელმძღვანელი ნანა დევდარიანი ტენდენციურს უწოდებს ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის მიერ მიღებულ დოკუმენტში ასახულ ინფორმაციას, სადაც საუბარია, რომ  უფლებადამცველების დაცვის კუთხით საქართველოში ვითარება გაუარესდა.

 

„გავიხსენოთ, რა ვითარება იყოს სააკაშვილის მმართველობის დროს. რომ შევადაროთ დღევანდელს, ცა და დედამიწასავით განსხვავდება. გაურესება კი არა, მნიშვნელოვანი გაუმჯობესებაა. ავტორიტარული მართვის პირობებში, ინფორმაცია არის დახურული და არ გადის, ინფორმაციის მართვა ასეთი რეჟიმის დროს ადვილად ხერხდება. დღეს კი ინფორმაცია აბსოლუტურად გახსნილია, განხილვადია საზოგადოებისთვის და არასამთავრობო სექტორისთვის.

 

ერთ ფაქტს გეტყვით და ნახავთ, რამდენად ტენდენციურია ეს ინფორმაცია.  სულხან მოლაშვილის ცემის და წამების მაგალითი - როცა ხელისუფლება ამბობდა, რომ სულხან მოლაშვილი თავად იქრობდა ზურგზე სიგარეტებს. მაგრამ მაშინ ევროპის საბჭოს მონიტორინგის მისიამ მოახერხა და გაიტანა რეალური ინფორმაცია. დღეს კი ის ეყრდნობა ოპოზიციის წარმომადგენლების ძალიან ბევრ გამოგონილ არგუმენტს და არ ითვალისწინებს კონტექსტს, რომ დღეს ყველა დარღვევა მაშინვე ხდება ცნობილი საზოგადოებისთვის. აღარაფერს ვამბობ იმაზე, რომ ბატონი აგრამუნტი არის ევროპის სახალხო პარტიის ერთ-ერთი ლიდერი და ნაციონალებთან მისი ახლო მეგობრობა ყველასთვის ცნობილია. ამდენად მუშაობაა საჭირო, რეალური ინფორმაციების ჩატანა და მათ შორის შედარებითი ანალიზი რა იყო და რა არის დღეს", - განუცხადა „რეპორტიორს" დევდარიანმა.

 

ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის მიერ მიღებულ დოკუმენტში აღნიშნულია, რომ უფლებადამცველების დაცვის კუთხით საქართველოში ვითარების გაუარესების ნიშნებია.

 

არის ვითარების გაუარესების საგანგაშო ნიშნები გარკვეულ წევრ ქვეყნებში, მათ შორის საქართველოში. კერძოდ, შეინიშნება საჯარო თავდასხმები, ცნობილ უფლებადამცველებზე შესაძლო კომპრომატული მასალების გასაჯაროების საფრთხეები და ადვოკატების წინააღმდეგ ფიზიკური შეურაცხყოფის, ზეწოლისა და დაშინების ფაქტები, მათ შორის იმ ადვოკატების წინააღმდეგ, რომლებიც პოლიტიკურად სენსიტიურ საქმეებზე მუშაობენ", - აღნიშნულია დოკუმენტში.


 

ხათუნა ლაგაზიძის პრესკონფერენცია
13.02.2016
კონსტანტინე გამსახურდიას პრესკონფერენცია
13.02.2016
''ერეკლე მეორის საზოგადოების'' პრესკონფერენცია
13.02.2016
ლევან გოგიჩაიშვილის პრესკონფერენცია
11.02.2016
ნინო მაჭავარიანის, რუსუდან კვალიაშვილის და ირმა მახათაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დემურ გიორხელიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
პეტრე მამრაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
ომარ ნიშნიანიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დიმიტრი ლორთქიფანიძის პრესკონფერენცია
10.02.2016
მანანა ნაჭყებიას პრესკონფერენცია
10.02.2016