reportiori.ge - „ხილი ვუყიდე და ვიხუმრე - ჩემს ხარჯზე სადამდე უნდა იყოთ-მეთქი“ - თემურ ჭკუასელი ბიძინა ივანიშვილთან ურთიერთობაზე
ჩვენ შესახებ პარტნიორები ქარტია ბმულები რეკლამა კონტაქტი
კვირა, 10 ნოემბერი, 2024. 06:41
პრეს-დაიჯესტი
„ხილი ვუყიდე და ვიხუმრე - ჩემს ხარჯზე სადამდე უნდა იყოთ-მეთქი“ - თემურ ჭკუასელი ბიძინა ივანიშვილთან ურთიერთობაზე
ავტორი:
29 იანვარი, 2016. 18:37


გთავაზობთ ამონარიდს საქართველოს პარლამენტის წევრ თემურ ჭკუასელის ინტერვიუდან, რომელიც გაზეთმა „ვერსიამ" გამოაქვეყნა:


„ეს ჩემი წიგნია - „ზღვა იყო უფრო მშვიდი, ვიდრე ხმელეთი". ჰოდა, შემოდგომაზე საქართველოს ბევრი ემიგრანტი ეწვევა და მინდა, მათთვის ჩემი ძველი ნაწერებისგან კრებული გავაკეთო. ვეძებდი, ამ კრებულში რა შევიტანო და ამ დროს შემომისწარით", - ამბობს ჭკუასელი ჟურნალისტ ვანო პავლიაშვილთან.


-ამდენი ფული გაქვთ, კრებული გამოსცეთ?


- მეგობრები...


- ბიძინა?


- არა.


- აბა?


-ბიძინასა და ჩემს დამოკიდებულებაზე ერთი წინადადებით გეტყვით: ჩვენს ურთიერთობას ფულთან შეხება არ აქვს. იმით ვარ ცნობილი, რომ ერთი ლარიც არასოდეს მომითხოვია. პირიქით კი ყოფილა - ერთხელ, მაშინ პოლიტიკასთან კავშირი არ ჰქონდა, ბაკურიანიდან მოვდიოდით და ბიძინამ გადაწყვიტა, ავტობუსით „ქართულ ხმებთან" ერთად ემგზავრა. ეკაც ამოვიდა და ნაბოლარა ცოტნეც. გზაში ეკამ ხილის ყიდვა მოინდომა, მაგრამ ბიძინას ჯიბეში ფული, როგორც წესი, არ აქვს ხოლმე. ჰოდა, მე ვუყიდე - ორი ლარი გადავიხადე და ვიხუმრე კიდეც, ჩემს ხარჯზე სადამდე უნდა იყოთ-მეთქი.


- ამ ორ ლარს უკვალოდ არ ჩაუვლია - დეპუტატი გაგხადათ!


- ვთვლი, რომ დეპუტატობა დაფასება არაა, თან სურვილი არ მქონია.


- აბა, დეპუტატობა „ჩაგიდეს"?


- არა, მაგრამ ერთია სურვილის არქონა და მეორე - აუცილებლობა. გადაწყდა, რომ ჩოხატაურში დიდი შანსი მქონდა, გამემარჯვა. სხვათაშორის, დეპუტატობა ადრეც შემოუთავაზებიათ, მაგრამ არ დავთანხმდი", - ამბობს ჭკუასელი.



წყარო: „ვერსია" 


 

ხათუნა ლაგაზიძის პრესკონფერენცია
13.02.2016
კონსტანტინე გამსახურდიას პრესკონფერენცია
13.02.2016
''ერეკლე მეორის საზოგადოების'' პრესკონფერენცია
13.02.2016
ლევან გოგიჩაიშვილის პრესკონფერენცია
11.02.2016
ნინო მაჭავარიანის, რუსუდან კვალიაშვილის და ირმა მახათაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დემურ გიორხელიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
პეტრე მამრაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
ომარ ნიშნიანიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დიმიტრი ლორთქიფანიძის პრესკონფერენცია
10.02.2016
მანანა ნაჭყებიას პრესკონფერენცია
10.02.2016