reportiori.ge - დღეს მიხეილ ჯავახიშვილის დაბადების დღეა
ჩვენ შესახებ პარტნიორები ქარტია ბმულები რეკლამა კონტაქტი
კვირა, 10 ნოემბერი, 2024. 09:15
კულტურა
დღეს მიხეილ ჯავახიშვილის დაბადების დღეა
20 ნოემბერი, 2013. 11:51

დღეს მიხეილ ჯავახიშვილის დაბადების დღეა. XX საუკუნის ქართველი მწერალი, საზოგადო და პოლიტიკური მოღვაწე, მიხეილ საბას ძე ჯავახიშვილი (ნამდვილი გვარი ადამაშვილი) დაიბადა 1880 წლის 20 ნოემბერს მარნეულის რაიონ სოფელ წერაქვში. მის გვართან დაკავშირებული გაგუგებრობა შემდგომ თავად ჯავახიშვილმა განმარტა: ჩემი ნამდვილი წინაპრები ჯავახიშვილები არიან. ჩემს წინაპარს, ვინმე ჯავახიშვილს, ქართლში კაცი შემოკვდომია, იქიდან გამოქცეულა, ქიზიყში გადასულა და იქაური გვარი, ტოკლიკაშვილი აუღია. შემდეგ, ბორჩალოში რომ გადმოვედით, იქ ადამაშვილის გვარით ვცხოვრობდით. პაპაჩემი ხომ ადამა იყო და გვარად ადამაშვილი ავიღეთ. მე აღვადგინე და დავიბრუნე ჩვენი გვარი".

სწავლობდა ჯერ წინამძღვრიანთკარის, შემდეგ ყირიმის სასოფლო-სამეურნეო სასწავლებელში, რომელიც არ დაუმთავრებია, რადგან მის ოჯახში ტრაგედია დატრიალდა. მას მოუკლეს დედა, და, ხოლო მამა ამ უბედურებას გადაჰყვა.

მიხეილ ჯავახიშვილის მეუღლე ლუბა ჯაჭვაძე იყო. მათ ერთმანეთი ვლადიკავკაზში გაიცნეს და 1912 წლის პირველ აპრილს იქორწინეს. მიხეილი მასზე ბევრად უფროსი გახლდათ, მაგრამ როცა ცოლობაზე წინადადება მიიღო, არც დაფიქრებულა, თანხმობა უთხრა. ქორწინების შემდეგ, როსტოვში წავიდნენ, სადაც მიხეილი გადასახლების ვადას იხდიდა. მიხეილი დიდი პატივისცემით, ფაქიზად და სიყვარულით ექცეოდა ლუბას. მწერალს არასოდეს დაუმალავს, რომ ლუბა მისი ერთადერთი სიყვარული იყო.

მისი პირველი მოთხრობა „ჩანჩურა"1903 წელს გამოვიდა, იგი ასევე რედაქტორი იყო „ივერიას" და „გლეხს". მისი შემოქმედება „ჩანჩურა" ,"მეჩექმე გაბო" და „კურკას ქორწილი"  ახალი სიტყვა იყო ქართულ მწერლობაში და მკითხველს თანაგრძნობას უღვიძებდა უბრალო ადამიანებისადმი.

1907 წელს მწერალი ხელისუფლების დევნას გაერიდა, ამ პერიოდში იმყოფებოდა პარიზში, სადაც უნივერსიტეტში სწავლობდა. 1909 სხვისი პასპორტით დაბრუნდა საქართველოში. 1910 დააპატიმრეს და გადაასახლეს. 1913-მდე დონის როსტოვში ცხოვრობდა, 1913 კვლავ სამშობლოში დაბრუნდა.

მან ერთ-ერთმა პირველმა ჩაუყარა საფუძველი XX საუკუნის ქართულ რეალისტურ რომანს, შექმნა ავანტიურული კვაჭი კვაჭანტირაძე", სოციალური ჯაყოს ხიზნები", სათავგადასავლო გივი შადური", ისტორიული არსენა მარაბდელი" და ფილოსოფიური თეთრი საყელო" რომანები. მისი ნაწარმოებები თარგმნილია მრავალ უცხო ენაზე.

იგი 1921-1924 წლებში ეროვნულ-განმათავისუფლებელი მოძრაობის ერთ-ერთი ლიდერი იყო.

1930 წელს ჯავახიშვილი დაუპირისპირდა ტროცკისტ მალაქია ტოროშელიძეს, საქართველოს მწერალთა კავშირის პრეზიდენტსა და განათლების სახალხო კომისარს, რადგან მან აკრძალა ქართული ლიტერატურის კლასიკა. ლავრენტი ბერიას ძალაუფლებაში მოსვლის შემდეგ, ეს აკრძალვა მოიხსნა და ჯავახიშვილმაც  მხარდაჭერა მიიღო. მისი არსენა მარაბდელი" ხელმეორედ გამოიცა, დაიდგა თეატრში და გამოვიდა ფილმად. თუმცა 1936 წელს ქალის ტვირთის", სოცრეალისტური რომანის ადრეული ნიმუში, გამოქვეყნების შემდეგ ბოლშევიკების მწვავე კრიტიკას ვერ გაექცა.

1937 წლის 22 ივლისს მწერალთა კავშირის შენობაში პაოლო იაშვილმა თავი მოიკლა. კავშირის სხდომამ მიიღო რეზოლუცია, რომლითაც პოეტის საქციელი ანტისაბჭოთა პროვოკაციად შერაცხეს. მიხეილ ჯავახიშვილი ერთადერთი ადამიანი იყო, რომელმაც პოეტის გამბედაობას მხარი დაუჭირა. რის გამოც ჯავახიშვილი მწერალთა კავშირიდან გამოუშვეს, იგი ჯაშუშობაში და დივერსანტობაში დაადანაშაულეს.

მწერალი 1937 წლის 30 სექტემბერს ბერიას ბრძანებით დახვრიტეს, ხოლო მისი არქივი განადგურდა. მოგვიანებით მისი ძმაც დახვრიტეს, მეუღლე კი გადაასახლეს.


 

01 თებერვალი, 2016. 02:27
ხათუნა ლაგაზიძის პრესკონფერენცია
13.02.2016
კონსტანტინე გამსახურდიას პრესკონფერენცია
13.02.2016
''ერეკლე მეორის საზოგადოების'' პრესკონფერენცია
13.02.2016
ლევან გოგიჩაიშვილის პრესკონფერენცია
11.02.2016
ნინო მაჭავარიანის, რუსუდან კვალიაშვილის და ირმა მახათაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დემურ გიორხელიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
პეტრე მამრაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
ომარ ნიშნიანიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დიმიტრი ლორთქიფანიძის პრესკონფერენცია
10.02.2016
მანანა ნაჭყებიას პრესკონფერენცია
10.02.2016