reportiori.ge - თინა ხიდაშელი: ლავროვმა უნდა განმარტოს, თუ რაზე უნდა ვისაუბროთ ამ შეხვედრაზე
ჩვენ შესახებ პარტნიორები ქარტია ბმულები რეკლამა კონტაქტი
ოთხშაბათი, 13 ნოემბერი, 2024. 06:41
პოლიტიკა
თინა ხიდაშელი: ლავროვმა უნდა განმარტოს, თუ რაზე უნდა ვისაუბროთ ამ შეხვედრაზე
ავტორი:
29 იანვარი, 2016. 23:53


თავდაცვის მინისტრის თინა ხიდაშელის განცხადებით, რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის განცხადება იმის შესახებ, რომ რუსეთ-საქართველოს შორის დიპლომაიტიური ურთიერთობები უნდა დალაგდეს, მისასალმებელია, რადგან „ქვების სროლას" ყოველთვის მოლაპარაკებების გზით ურთიერთობა ჯობია.



როგორც გადაცემა „2030"-ში თავდაცვის მინისტრმა აღნიშნა, სანამ ოკუპირებულ აფხაზეთსა და ცხინვალის რეგიონში რუსეთის უკანონო საელჩოები არსებობს, რუსეთის მხრიდან, საქართველოს სუვერენულ სახელმწიფოსთან, რამე სახის დიპლომატიური ურთიერთობების აღდგენაზე საუბარი შეუძლებელია.


"დამოუკიდებელი სახელმწიფოს ტერიტორიაზე 3 საელჩო არ იხსნება. მანამ, სანამ აფხაზეთსა და სამაჩაბლოში რუსეთის უკანონო საელჩოები არსებობს, რუსეთის მხრიდან, საქართველოს სუვერენულ სახელმწიფოსთან, რამე სახის დიპლომატიური ურთიერთობების აღდგენაზე საუბარი შეუძლებელია. საქართველოს დღეს ჰყავს ხელისუფლება, რომელიც მშვიდობისთვის ყველაფერს აკეთებს. ყოველთვის სჯობს ილაპარაკო, ვიდრე ერთმანეთს ტყვია ესროლო. შეხვედრების პრობლემას ვერ ვხედავ. ორი ქვეყნის მთავარი დიპლომატების შეხვედრას წინ არაფერი უდგას, მაგრამ ბატონმა ლავროვმა უნდა განმარტოს, თუ რაზე უნდა ვისაუბროთ ამ შეხვედრაზე", - განაცხადა ხიდაშელმა.


შეგახსენებთ, რომ რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა სერგეი ლავროვმა ქართველ კოლეგასთან შეხვედრაზე მზადყოფნა გამოთქვა.


 

ხათუნა ლაგაზიძის პრესკონფერენცია
13.02.2016
კონსტანტინე გამსახურდიას პრესკონფერენცია
13.02.2016
''ერეკლე მეორის საზოგადოების'' პრესკონფერენცია
13.02.2016
ლევან გოგიჩაიშვილის პრესკონფერენცია
11.02.2016
ნინო მაჭავარიანის, რუსუდან კვალიაშვილის და ირმა მახათაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დემურ გიორხელიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
პეტრე მამრაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
ომარ ნიშნიანიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დიმიტრი ლორთქიფანიძის პრესკონფერენცია
10.02.2016
მანანა ნაჭყებიას პრესკონფერენცია
10.02.2016