რეგიონები
ზუგდიდში მიკროავტობუსის მძღოლები გაიფიცნენ
30 იანვარი, 2016. 14:39
ზუგდიდში საერთაშორისო, ასევე საქალაქთაშორისო მიკროავტობუსებისა და ავტობუსების 500-მდე მძღოლი გაიფიცა. მძღოლები წუხელ გვიან ღამით გაიფიცნენ. ისინი მთელი ღამის განმავლობაში ავტოსადგურში იმყოფებოდნენ.
აქციის მონაწილეები თურქული კომპანია „METRO"-ს ქსელის ავტობუსების შემოსვლას აპროტესტებენ. მათი განცხადებით, თუკი აღნიშნული ავტობუსები საქართველოში შემოვლენ, ისინი უმუშევრები დარჩებიან.
დღეს სადგურზე სამართალდამცველებიც იმყოფებოდნენ და მათი დახმარებით „METRO"-ს ფირმის პირველი ავტობუსი ავტოსადგურიდან გავიდა. თუმცა, აქციის მონაწილეები აცხადებენ, რომ ისინი ავტობუსებს მუშაობის საშუალებას არ მისცემენ.
13 თებერვალი, 2016. 11:35
12 თებერვალი, 2016. 13:21
28 იანვარი, 2016. 15:43
27 იანვარი, 2016. 16:40
26 იანვარი, 2016. 19:57
25 იანვარი, 2016. 14:25
19 იანვარი, 2016. 12:23
18 იანვარი, 2016. 11:59
17 იანვარი, 2016. 18:57