reportiori.ge - გიორგი ვოლსკი: „ ნაციონალური მოძრაობის“ სტრატეგიული მიმართულება ხელისუფლების დისკრედიტაციაა
ჩვენ შესახებ პარტნიორები ქარტია ბმულები რეკლამა კონტაქტი
ოთხშაბათი, 13 ნოემბერი, 2024. 06:31
პოლიტიკა
გიორგი ვოლსკი: „ ნაციონალური მოძრაობის“ სტრატეგიული მიმართულება ხელისუფლების დისკრედიტაციაა
30 იანვარი, 2016. 14:50


„ნაციონალური მოძრაობის" ერთ-ერთ მთავარი სტრატეგია პოლიტიკაში ხელისუფლების დისკრედიტაციაა," - ასე ეხმაურება საპარლამენტო უმრავლესობის წევრი გიორგი ვოლსკი სტრასბურგში ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეის სხდომაზე ჩიორა თაქთაქიშვილის განცხადებას. თაქთაქიშვილის ყოფილი პრემიერი არასამთავრობო ორგანიზაციებს მიკერძოებულობაში ადანაშაულებს. მისივე თქმით, ხელისუფლება უკანონო მოსმენას ახორციელებს და რუსეთის მსგავს რიტორიკას იყენებს. როგორც გიორგი ვოლსკი „რეპორტიორთან" საუბარში აცხადებს, ფაქტობრივად, „ნაციონალური მოძრაობა" ხელისუფლების დისკრედიტაციასთან ერთად ცდილობს ქვეყნის დისკრედიტაციაც მოახდინოს. ისინი ორი მიმართულებით ახდენენ დარტყმას, ერთი რომ პოლიტიკურ ოპონენტს  ტალახი ესროლონ და მეორე, ქვეყნის მიმართ იმ  პოზიტიურ შეფასებებს, რაც არაერთ საერთაშორისო ფორუმზე და ავტორიტეტული კვლევითი ინსტიტუტის მონაცემებში დადასტურდა, ჩრდილი მიაყენონ.


„მაგალითისთვის შემიძლია გითხრათ, რომ ახლახან ევროპარლამენტის რეზოლუციაში მოთხოვნილი დამატებები „ნაციონალური მოძრაობის" მხრიდან (ჩვიდმეტი დამატება იყო ისეთი, რომ მათმა მოკავშირეებმაც კი გადაწყვიტეს, მხარი არ დაეჭირათ) საქართველოს წარმოაჩენდა, როგორც სახელმწიფოს, რომელსაც არ შეიძლება დაეხმარო ევროატლანტიკურ ინტეგრაციაში, სადაც არ შეიძლება ბიზნესინვესტიციების განხორციელება და რომელიც საერთაშორისო თანამეგობრობამ შავ სიაში უნდა მოაქციოს. რასაკვირველია, ეს პოლიტიკური მიზანია და ამ პოლიტიკურ მიზანს ხშირ შემთხვევაში ვერ აღწევენ. თუმცა მუდმივი განცხადებების კეთება ამ თემებთან დაკავშირებით კვლავ მათ დღის წესრიგში რჩება. მე ვერანაირად ვერ დავეთანხმები ჩიორა თაქთაქიშვილის იქნება თუ სხვის მოსაზრებას, რომ საქართველოში შერჩევითი სამართალი არსებობს. როგორც იქნა, სასამართლომ მიაღწია დამოუკიდებლობის იმ დონეს, როდესაც შეუძლია შესაბამისი ბრალდება წაუყენოს, განიხილოს და გადაწყვიტოს საქმე. რასაკვირველია, მსგავსი ტიპის განცხადებები საკუთარი თავის გათეთრების მცდელობად იკითხება.

 კითხვის ნიშანი დაისვა და ამ კითხვის ნიშანს ძალიან მკაცრი და კომპეტენტური პასუხი გაეცა NATO-ს მინისტერიალზე გასული წლის დეკემბერში, ეუთო-ს საპარლამენტო ასამბლეაზე, ევრონესტის ფორმატში ევროკავშირთან თანამშრომლობის რეზოლუციაში და თუნდაც ევროპარლამენტის ახლახანს მიღებულ რეზოლუციაში, სადაც ფრიად საკამათო შენიშვნებთან ერთად პრაქტიკულად ყველა მიმართულებაში ხაზგასმულია წინსვლა და ისეთი მაჩვენებლები, რომლებიც უზრუნველყოფს საქართველოს ადგილს წამყვან დემოკრატიულ ქვეყნებს შორის", - განაცხადა გიორგი ვოლსკიმ.


 

ხათუნა ლაგაზიძის პრესკონფერენცია
13.02.2016
კონსტანტინე გამსახურდიას პრესკონფერენცია
13.02.2016
''ერეკლე მეორის საზოგადოების'' პრესკონფერენცია
13.02.2016
ლევან გოგიჩაიშვილის პრესკონფერენცია
11.02.2016
ნინო მაჭავარიანის, რუსუდან კვალიაშვილის და ირმა მახათაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დემურ გიორხელიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
პეტრე მამრაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
ომარ ნიშნიანიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დიმიტრი ლორთქიფანიძის პრესკონფერენცია
10.02.2016
მანანა ნაჭყებიას პრესკონფერენცია
10.02.2016