reportiori.ge - თინა ხიდაშელი: საქართველოს შეიარაღებული ძალების რეპუტაცია ეჭვის ქვეშ ვერ დადგება!
ჩვენ შესახებ პარტნიორები ქარტია ბმულები რეკლამა კონტაქტი
ოთხშაბათი, 13 ნოემბერი, 2024. 06:32
პოლიტიკა
თინა ხიდაშელი: საქართველოს შეიარაღებული ძალების რეპუტაცია ეჭვის ქვეშ ვერ დადგება!
ავტორი:
30 იანვარი, 2016. 22:49



თავდაცვის მინისტრმა თინა ხიდაშელმა გადაცემა "20:30"-ში გაეროს ადამიანის უფლებათა უმაღლესი კომისრის ანგარიშის კომენტირებისას  განაცხადა, რომ არავის მისცემენ  საშუალებას, შეურაცხყოფა მიაყენოს ქვეყნის უზარმაზარ მონაპოვარს, ქართულ ჯარს.

 



"ჩემი, როგორც თავდაცვის მინისტრის ამოცანაა, არავის მივცე საშუალება, საკუთარი უკანონო ქმედების გამო, ან სამხედრო მოსამსახურის ღირსების შემლახავი მოქმედების გამო შეურაცხყოფა მიაყენოს იმ უზარმაზარ მონაპოვარს, რომელიც ჩვენს ქვეყანას აქვს ქართული ჯარის სახით; იმ გმირობის ისტორიებს, გარდაცვლილებს, სხვადასხვა მისიებში დაღუპულ ჯარისკაცებს, რომლებითაც ამაყობს ქართული სახელმწიფო.

 


თუ ანგარიშში გამოთქმული ვარაუდები დადასტურდა, დაისჯებიან კონკრეტული ადამიანები, რომლებმაც დანაშაული ჩაიდინეს და ამით საქართველოს შეიარაღებული ძალების რეპუტაცია ეჭვის ქვეშ ვერ დადგება.

 



ერთი კვირაა მიმდინარეობს წინასწარი მოკვლევა და იმედი მაქვს, რომ დიდი დრო არ დასჭირდება ჭეშმარიტების დადგენას. სამწუხაროა, რომ გაერო- ადამიანის უფლებების დაცვის კომისარიატმა აქამდე არ გვაცნობა ეს ფაქტი, მაშინვე, როცა მათთვის გახდა ცნობილი. დარწმუნებული ვარ, დროის ამ პერიოდში ჩვენ რომ ეს ინფორმაცია გვცოდნოდა, სიმართლის დადგენა არ იქნებოდა რთული და დღეს თუ ვინმეს მცდარი წარმოდგენები შეექმნა - ამისგან მაინც დავიზღვევდით თავს, თუ ვინმე დასასჯელია, დასჯილი გვეყოლებოდა. ჩემთვის პირადად, ადამიანისთვის, რომელმაც ცხოვრების უმეტესი ნაწილი ადამიანის უფლებებისთვის ბრძოლას შევალიე ყველაზე პრინციპულია, რომ ასეთი დანაშაულები დაუსჯელი არ დარჩეს.  არ არის გამორიცხული ანგარიშში მოყვანილი ფაქტები არ დადასტურდეს

 



ქართველ სამხედროებთან დაკავშირებით გაზაფხულზე გავრცელებული მსგავსი განცხადება იოლად გაირკვა, რადგან იმ დროს მითითებულ პერიოდში ქართველი სამხედროები ცენტრალური აფრიკის რესპუბლიკაში საერთოდ არ იმყოფებოდნენ", - განაცხადა თინა ხიდაშელმა.

 


თინა ხიდაშელის განცხადებას თავდაცვის სამინისტროს პრესსამსახური ავრცელებს. 

 

 

 

მოამზადა სოფო ხუგოიანმა

 

წყარო: „20/30"



 

ხათუნა ლაგაზიძის პრესკონფერენცია
13.02.2016
კონსტანტინე გამსახურდიას პრესკონფერენცია
13.02.2016
''ერეკლე მეორის საზოგადოების'' პრესკონფერენცია
13.02.2016
ლევან გოგიჩაიშვილის პრესკონფერენცია
11.02.2016
ნინო მაჭავარიანის, რუსუდან კვალიაშვილის და ირმა მახათაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დემურ გიორხელიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
პეტრე მამრაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
ომარ ნიშნიანიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დიმიტრი ლორთქიფანიძის პრესკონფერენცია
10.02.2016
მანანა ნაჭყებიას პრესკონფერენცია
10.02.2016