reportiori.ge - თინა ხიდაშელი: საქართველოში უცხო ქვეყნის შეიარაღებულმა ძალებმა ეთნიკური წმენდა მოაწყვეს!
ჩვენ შესახებ პარტნიორები ქარტია ბმულები რეკლამა კონტაქტი
ოთხშაბათი, 13 ნოემბერი, 2024. 06:32
პოლიტიკა
თინა ხიდაშელი: საქართველოში უცხო ქვეყნის შეიარაღებულმა ძალებმა ეთნიკური წმენდა მოაწყვეს!
ავტორი:
31 იანვარი, 2016. 00:09



დიდი იმედი, მაქვს, რომ ჰააგის სასამართლოს გამოძიების შედეგი იქნება  ობიექტური, სამართლიანი და იმ რეალობის ამსახველი, რაც 2008 წლის  აგვისტოში დადგა საქართველოში", - ამის შესახებ თავდაცვის მინისტრმა  თინათინ ხიდაშელმა გადაცემა „20/30"-ში განაცხადა.



"საქართველოში, ჩვენი ქვეყნის ტეროტიორიაზე, უცხო ქვეყნის შეიარაღებულმა  ძალებმა მოაწყვეს ეთნიკური წმენდა. ეს არის ცალსახა, ეს არის ხილული. ამის  შედეგებს ჩვენ ყოველდღე ვიმკით. ოკუპანტმა ძალამ, რამდენიმე ქართული სოფელი, პირდაპირი მნიშვნელობით, გაგვიბულდოზერა. ეს არის თემები, რაზეც საუბარს ბუნებრივია ვერ ასცდება გამოძიების დროს ჰააგის პროკურორი  და რომელზეც საქართველო პასუხს წლებია ელოდება. მისასალმებელია, რომ ჰააგის პროკურორის გამოსაძიებელი თარიღის ვადები  იმაზე ფართოა, ვიდრე ოფიციალურად გამოცხადებული ომის თარიღი და 10 ოქტომბრამდე თარიღს ფარავს. ეს ძალიან მნიშვნელოვანი დეტალია, რადგან ეთნიკური წმენდა, სწორედ, ომის აქტიური ფაზის დამთავრების შემდეგ მოხდა. ამიტომ მნიშვნელოვანია ის, რომ ასეთი ავტორიტეტული სასამართლოს მიერ მოხდება იმის შეფასება, რაზეც ბოლო რვა წლის განმავლობაში არ სრულდება სპეკულაციები," - განაცხადა თინა ხიდაშელმა.


 

 

მოამზადა სოფო ხუგოიანმა

 

წყარო: „20/30"


 

 

 

 

ხათუნა ლაგაზიძის პრესკონფერენცია
13.02.2016
კონსტანტინე გამსახურდიას პრესკონფერენცია
13.02.2016
''ერეკლე მეორის საზოგადოების'' პრესკონფერენცია
13.02.2016
ლევან გოგიჩაიშვილის პრესკონფერენცია
11.02.2016
ნინო მაჭავარიანის, რუსუდან კვალიაშვილის და ირმა მახათაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დემურ გიორხელიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
პეტრე მამრაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
ომარ ნიშნიანიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დიმიტრი ლორთქიფანიძის პრესკონფერენცია
10.02.2016
მანანა ნაჭყებიას პრესკონფერენცია
10.02.2016