reportiori.ge - თინა ხიდაშელი: აქტიურად და ერთად უნდა ვეძებოთ გზა იმისთვის, რომ ქვეყანას საფრთხეები ავარიდოთ!
ჩვენ შესახებ პარტნიორები ქარტია ბმულები რეკლამა კონტაქტი
ოთხშაბათი, 13 ნოემბერი, 2024. 06:47
პოლიტიკა
თინა ხიდაშელი: აქტიურად და ერთად უნდა ვეძებოთ გზა იმისთვის, რომ ქვეყანას საფრთხეები ავარიდოთ!
ავტორი:
31 იანვარი, 2016. 00:43



გადაცემა „20/30"-ში საქართველოს თავდაცვის მინისტრმა თინა ხიდაშელმა კომენტარი გააკეთა ნატოს ვარშავის სამიტისთვის საქართველოს  მზადების შესახებ. მისი თქმით, სტრატეგიულ საკითხებზე მთავრობის წევრების კოორდინირებულ მუშაობას განსაკუთრებული მნიშვნელობა აქვს.



„8 თვე გვაშორებს ამ ძალიან მნიშვნელოვან ღონისძიებას და საქართველოს ხელისუფლება შედეგზე ორიენტირებულია, შედეგისთვის ვიბრძვით. ყველამ, სინქრონულად, ერთი და იმავე მესიჯებით უნდა უნდა ვილაპარაკოთ.

 

როცა ქვეყნის წინაშე არის სერიოზული გამოწვევები, ძალიან მნიშვნელოვანია, რომ დისკუსიები წარიმართოს. რაც შეიძლება ხშირად,  აქტიურად და ერთად უნდა ვეძებოთ გზა იმისთვის, რომ ქვეყანას საფრთხეები ავარიდოთ . სტრატეგიულ საკითხებზე მთავრობის წევრების კოორდინირებულ მუშაობას განსაკუთრებული მნიშვნელობა აქვს.

 

ჩემთვის პირადად, როგორც თავდაცვის მინისტრისთვის, რომელსაც ყოველდღიურად მიწევს ამ თემებზე საუბარი შინ და გარეთ, ძალიან მნიშვნელოვანია ვიცოდე საზღვრები, სადამდე მივდივართ, რა ტიპის, რა მასშტაბის, რა კონტექსტის საუბრები უნდა გავმართოთ და ვიცოდე ის, რომ სხვა ოთახში, სხვა კონფერენციებზე, სხვა შეხვედრების დროს ასეთივე საუბრებს მართავს საგარეო საქმეთა მინისტრი, პრემიერი, პარლამენტის თავმჯდომარე, პრეზიდენტი.  გარდა ამისა, უმნიშვნელოვანესია, რომ შევათანხმოთ კალენდარი და გავინაწილოთ ის, რათა ეფექტიანად ვაწარმოოთ მოლაპარაკებები მსოფლიოსთან. ამისთვის კი საჭიროა არა დუბლირება, არამედ, სინქრონული მუშაობა",- განაცხადა თინა ხიდაშელმა.


 

მოამზადა სოფო ხუგოიანმა

 

წყარო: „20/30"


 

 

 

ხათუნა ლაგაზიძის პრესკონფერენცია
13.02.2016
კონსტანტინე გამსახურდიას პრესკონფერენცია
13.02.2016
''ერეკლე მეორის საზოგადოების'' პრესკონფერენცია
13.02.2016
ლევან გოგიჩაიშვილის პრესკონფერენცია
11.02.2016
ნინო მაჭავარიანის, რუსუდან კვალიაშვილის და ირმა მახათაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დემურ გიორხელიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
პეტრე მამრაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
ომარ ნიშნიანიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დიმიტრი ლორთქიფანიძის პრესკონფერენცია
10.02.2016
მანანა ნაჭყებიას პრესკონფერენცია
10.02.2016