reportiori.ge - თინა ხიდაშელი: საქართველოს დღეს ჰყავს ხელისუფლება და მთავრობა, რომელიც იბრძვის და ყველაფერს აკეთებს მშვიდობისთვის!
ჩვენ შესახებ პარტნიორები ქარტია ბმულები რეკლამა კონტაქტი
ოთხშაბათი, 13 ნოემბერი, 2024. 06:27
პოლიტიკა
თინა ხიდაშელი: საქართველოს დღეს ჰყავს ხელისუფლება და მთავრობა, რომელიც იბრძვის და ყველაფერს აკეთებს მშვიდობისთვის!
ავტორი:
31 იანვარი, 2016. 01:13



ჩვენ დიპლომატიური ურთიერთობები არ გვაქვს რუსეთთან და საქართველოს ხელისუფლებამ ერთმნიშვნელოვნად განაცხადა და აცხადებს ყოველთვის, როდესაც ასეთი კითხვა ისმება, რომ დამოუკიდებელი სახელმწიფოს ტერიტორიებზე სამი საელჩო არ იხსნება. გაქვს ერთი საელჩო და ერთი დიპლომატიური ურთიერთობა",- ამბობს საქართველოს თავდაცვის მინისტრი თინა ხიდაშელი გადაცემა „20/30"-ის ეთერში.


ხიდაშელი გადაცემაში ასევე ამბობს, რომ არანაირი შეხვედრის წინააღმდეგი არ არის, მაგრამ ეს შეუძლებელია, ვიდრე აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის ტერიტორიაზე რუსეთის უკანონო საელჩოები იარსებებს.

 

ვიდრე აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის  ტერიტორიებზე არსებობს რუსეთის უკანონო საელჩოები და მათთან რუსეთს დამყარებული აქვს .. დიპლომატიური ურთიერთობები, რა თქმა უნდა, საქართველოს სუვერენულ სახელმწიფოსთან რაიმე სახის დიპლომატიური ურთიერთობების აღდგენაზე საუბარი შეუძლებელია. შეხვედრას რაც შეეხება, ჩვენ ბევრჯერ გვითქვამს, რომ არანაირი შეხვედრის წინააღმდეგები არ ვართ, საქართველოს დღეს ჰყავს ხელისუფლება და მთავრობა, რომელიც იბრძვის და ყველაფერს აკეთებს მშვიდობისთვის. ჩვენ სხვა ამოცანა არ გვაქვს, შესაბამისად ყოველთვის სჯობს, ელაპარაკო, ვიდრე ტყვია ესროლო ერთმანეთს. ამიტომ, შეხვედრებში პრობლემას ვერ ვხედავ, მაგრამ ნებისმიერი ურთიერთობის ფორმატი აზრს კარგავს, თუკი წინასწარ არ არის განსაზღვრული თემები და ის, რომ ამ თემებზე რამე გადაწყვეტილება იქნება მიღებული. მთავარი დიპლომატების შეხვედრისთვის ბუნებრივია, რომ მთავარი თემები წინასწარ განსაზღვრულია, აქ არაფერი სიახლე არ არის. ბუნებრივია, საუბარი უნდა იყოს დეოკუპაციაზე და "დიპლომატიური ურთიერთობების შეწყვეტაზე" საქართველოს სახელმწიფოს ორ ტერიტორიულ ერთეულთან", - განაცხადა თინა ხიდაშელმა.

 

 

 

მოამზადა სოფო ხუგოიანმა

წყარო: „20/30"


 

 

 

 

 

ხათუნა ლაგაზიძის პრესკონფერენცია
13.02.2016
კონსტანტინე გამსახურდიას პრესკონფერენცია
13.02.2016
''ერეკლე მეორის საზოგადოების'' პრესკონფერენცია
13.02.2016
ლევან გოგიჩაიშვილის პრესკონფერენცია
11.02.2016
ნინო მაჭავარიანის, რუსუდან კვალიაშვილის და ირმა მახათაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დემურ გიორხელიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
პეტრე მამრაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
ომარ ნიშნიანიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დიმიტრი ლორთქიფანიძის პრესკონფერენცია
10.02.2016
მანანა ნაჭყებიას პრესკონფერენცია
10.02.2016