reportiori.ge - კოჯორი-სამადლოს დაზიანებული გზის მონაკვეთზე სარეაბილიტაციო სამუშაოები მიმდინარეობს
ჩვენ შესახებ პარტნიორები ქარტია ბმულები რეკლამა კონტაქტი
ორშაბათი, 24 თებერვალი, 2025. 13:48
საზოგადოება
კოჯორი-სამადლოს დაზიანებული გზის მონაკვეთზე სარეაბილიტაციო სამუშაოები მიმდინარეობს
ავტორი:
31 იანვარი, 2016. 10:30



 

თბილისის მერმა დავით ნარმანიამ, ვიცე-მერ ლაშა აბაშიძესთან, მერის მოადგილე გიორგი ლილუაშვილთან და კეთილმოწყობის საქალაქო სამსახურის უფროს გივი კუბლაშვილთან ერთად, კოჯორი-სამადლოს დაზიანებული გზის მონაკვეთზე მიმდინარე სარეაბილიტაციო სამუშაოები დაათვალიერა.



კოჯორი-სამადლოს გზის (6,4კმ) მონაკვეთის რეაბილიტაციის აუცილებლობას რამდენიმე ფაქტორი განაპირობებს:  მათ შორის, 2015 წლის ივნისში მომხდარი სტიქიური მოვლენების, კერძოდ წყნეთი-ბეთანიის გზის მწყობრიდან გამოსვლის შემდეგ,  მნიშვნელოვნად გაიზარდა თბილისი-კოჯორის მიმართულებაზე ავტოტრანსპორტის ნაკადი, ასევე  მწყობრიდან არის  გამოსული წყალამრიდი და წყალგამტარი ნაგებობები, ჩამონაშალებისგან კი შევიწროვებულია გზის მონაკვეთები, შესაბამისად გზის  საექსპლუატაციო მდგომარეობა ამ დროისთვის არადამაკმაყოფილებელია და დაზიანებული გზა კაპიტალურ რეაბილიტაციას საჭიროებს .



სარეაბილიტაციო სამუშაოების პირველ ეტაპზე მიმდინარეობს 3 საყრდენი კედლის, 16 სანიაღვრე მილის, წყალმიმღები ჭების და კიუვეტების მშენებლობა.

 


გზის ცალკეული მონაკვეთების გამტარუნარიანობის გაზრდის მიზნით გაგანიერდება და მოეწყობა ასფალტის ახალი საფარი.



თბილისის მერის დავით ნარმანიას განცხადებით, აღნიშნული პროექტი ორი ეტაპისგან შედგება. პირველი ეტაპი საინჟინრო ნაგებობებია, რასთან დაკავშირებითაც სამუშოები ახლა მიმდინარეობს. ამინდების გაუმჯობესების შემდეგ კი  გაზაფხულზე,   გზის საფარი დაიგება.



„მთლიანად კაპიტალურად 6 კილომეტრიანი გზა კეთდება. ასევე კეთდება  16 საინჟინრო ნაგებობა, რომელიც ამ გზის სხვადასხვა მონაკვეთებზეა განთავსებული. მათ შორის არის მილები, რაც წყალს აარიდებს გზას და შესაბამისად უფრო უსაფრთხო იქნება, ასევე შენდება დამცავი კედლები,  რათა გზა ცალკეულ მონაკვეთებში უფრო მეტად გაფართოვდეს",- განაცხადა დავით ნარმანიამ.



სარეაბილიტაციო სამუშაოებს შ.პ.ს „ჯი არ ჯი" აწარმოებს. პროექტი 2015 წლის 23 დეკემბერს დაიწყო და 21 აპრილს დასრულდება.  აღნიშნული გზის რეაბილიტაციისთვის დედაქალაქის ბიუჯეტიდან 7 025 000 ლარამდე დაიხარჯება.






 

ხათუნა ლაგაზიძის პრესკონფერენცია
13.02.2016
კონსტანტინე გამსახურდიას პრესკონფერენცია
13.02.2016
''ერეკლე მეორის საზოგადოების'' პრესკონფერენცია
13.02.2016
ლევან გოგიჩაიშვილის პრესკონფერენცია
11.02.2016
ნინო მაჭავარიანის, რუსუდან კვალიაშვილის და ირმა მახათაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დემურ გიორხელიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
პეტრე მამრაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
ომარ ნიშნიანიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დიმიტრი ლორთქიფანიძის პრესკონფერენცია
10.02.2016
მანანა ნაჭყებიას პრესკონფერენცია
10.02.2016