reportiori.ge - გიორგი მარგველაშვილი: მადლობას ვუხდი ყველას, ვინც ოპერის მშვენიერი შენობის შექმნაში მონაწილეობდა
ჩვენ შესახებ პარტნიორები ქარტია ბმულები რეკლამა კონტაქტი
პარასკევი, 20 სექტემბერი, 2024. 12:23
პოლიტიკა
გიორგი მარგველაშვილი: მადლობას ვუხდი ყველას, ვინც ოპერის მშვენიერი შენობის შექმნაში მონაწილეობდა
ავტორი:
01 თებერვალი, 2016. 00:08


საქართველოს პრეზიდენტი და პირველი ლედი თბილისის ზაქარია ფალიაშვილის სახელობის ოპერისა და ბალეტის თეატრში სპექტაკლს "აბესალომ და ეთერი" დაესწრნენ.


საქართველოს პრეზიდენტმა სპექტაკლის დაწყებამდე ოპერისა და ბალეტის თეატრის ისტორიის ამსახველი ექსპოზიცია  დაათვალიერა და თეატრში შეკრებილ ჟურნალისტებთან კომენტარი გააკეთა. გიორგი მარგველაშვილმა მადლობა გადაუხადა ყველას, ვინც ოპერის თეატრის შენობის განახლებაში მიიღო მონაწილეობა.


"მინდა ქართულ საზოგადოებას მივულოცო დღევანდელი დღე; მადლობა ვუთხრა ყველას, ვინც მონაწილეობა მიიღო ახალი ქართული ოპერის მშვენიერი შენობის შექმნაში და მადლობა ვუთხრა ყველას ამ მშვენიერი პრემიერისთვის, რომლითაც ასე ვტკბებით დღეს. კიდევ ერთხელ გილოცავთ დღევანდელ დღეს", - განაცხადა გიორგი მარგველაშვილმა.


6-წლიანი პაუზის შემდეგ, თბილისის ზაქარია ფალიაშვილის სახელობის ოპერისა და ბალეტის თეატრი სპექტაკლ "აბესალომ და ეთერით"  გუშინ გაიხსნა.


"აბესალომ და ეთერის" წამყვან პარტიებს მსოფლიოში აღიარებული ქართველი მომღერლები - ლადო ათანელი, თამარ ივერი და თეიმურაზ გუგუშვილი ასრულებდნენ. სპექტაკლის  ახალი დადგმის რეჟისორია გიზო ჟორდანია, მხატვარი გოგი ალექსი-მესხიშვილი, დირიჟორი - ზაზა აზმაიფარაშვილი.


საქართველოს პრეზიდენტი სპექტაკლს პირველ ლედისთან, მაკა ჩიჩუასთან და ოჯახის წევრებთან ერთად დაესწრო.

 

 


 

ხათუნა ლაგაზიძის პრესკონფერენცია
13.02.2016
კონსტანტინე გამსახურდიას პრესკონფერენცია
13.02.2016
''ერეკლე მეორის საზოგადოების'' პრესკონფერენცია
13.02.2016
ლევან გოგიჩაიშვილის პრესკონფერენცია
11.02.2016
ნინო მაჭავარიანის, რუსუდან კვალიაშვილის და ირმა მახათაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დემურ გიორხელიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
პეტრე მამრაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
ომარ ნიშნიანიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დიმიტრი ლორთქიფანიძის პრესკონფერენცია
10.02.2016
მანანა ნაჭყებიას პრესკონფერენცია
10.02.2016