reportiori.ge - ''მახათას მთაზე პატრიარქის სკამში რომ ჩახტა, ეგ არაფერი...''
ჩვენ შესახებ პარტნიორები ქარტია ბმულები რეკლამა კონტაქტი
ოთხშაბათი, 13 ნოემბერი, 2024. 05:36
მსოფლიო
''მახათას მთაზე პატრიარქის სკამში რომ ჩახტა, ეგ არაფერი...''
ავტორი:
01 თებერვალი, 2016. 11:23


ოდესის გუბერნატორი მიხეილ სააკაშვილი, უკრაინულ გადაცემაში "სტუმრად დიმიტრი გორდონთან" ნარკოტიკების მოხმარების თაობაზე დასმული შეკითხვის საპასუხოდ ამბობს, რომ მას არასდროს მოუხმარებია ნარკოტიკული საშუალებები.


- ბევრისგან მსმენია, რომ სააკაშვილი უცნაურად იქცევა, ალბათ რაღაცას იყნოსავს-ო... - ეკითხება გადაცემის წამყვანი დიმიტრი გორდონი.


"მათ ძალიან გაუმართლათ, რომ არ ვიყნოსავ, მათ, ვინც ასე ფიქრობს. ეს არის ის ხალხი, რომელსაც არ ვუყვარვართ და ნებისმიერი რამის მოფიქრება შუძლიათ. ასეც მშვენივრად ვგრძნობ თავს. არანაირი სახის ნარკოტიკული საშუალება არ გამისინჯავს.

 

საქართველოში, თავის დროზე, ჩვენ ნარკოტიკების წინააღმდეგ ვიბრძოდით, რამაც ძალიან დააზარალა კლუბები. მახსოვს, ერთხელ ერთი მსახიობი გოგო მოვიდა ჩვენთან და მეუბნება, ბატონო პრეზიდენტო, ვერაფერს ვშოულობ-ო და მე ვუთხარი, თუ რამეს ნახავ, არავინ არაფერს დაგიშავებს და ერთად მოვიხმაროთ-მეთქი, ანუ დარწმუნებული ვიყავი, რომ რამდენიც არ უნდა ეძებნა, ვერანაირ ნარკოტიკულ საშუალებას ვერ იპოვნიდა", - აღნიშნავს ოდესის გუბერნატორი.


ჟურნალისტი თამუნა ლეფსვერიძე სააკაშვილის განცხადებაზე სოციალურ ქსელში კომენტარს აკეთებს:


„მოსაწევზე არაფერი უთქვამს, კ სტაწი... ნუ, მახათას მთაზე პატრიარქის სკამში რომ ჩახტა, ეგ არაფერი... ", - წერს ლეფსვერიძე. 


 

ხათუნა ლაგაზიძის პრესკონფერენცია
13.02.2016
კონსტანტინე გამსახურდიას პრესკონფერენცია
13.02.2016
''ერეკლე მეორის საზოგადოების'' პრესკონფერენცია
13.02.2016
ლევან გოგიჩაიშვილის პრესკონფერენცია
11.02.2016
ნინო მაჭავარიანის, რუსუდან კვალიაშვილის და ირმა მახათაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დემურ გიორხელიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
პეტრე მამრაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
ომარ ნიშნიანიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დიმიტრი ლორთქიფანიძის პრესკონფერენცია
10.02.2016
მანანა ნაჭყებიას პრესკონფერენცია
10.02.2016