reportiori.ge - "ბაიას ღვინო" - 22 წლის წარმატებული გოგონა ღვინის ბიზნესში, რომელიც ოჯახურ ტრადიციას აგრძელებს
ჩვენ შესახებ პარტნიორები ქარტია ბმულები რეკლამა კონტაქტი
ორშაბათი, 24 თებერვალი, 2025. 13:51
საზოგადოება
"ბაიას ღვინო" - 22 წლის წარმატებული გოგონა ღვინის ბიზნესში, რომელიც ოჯახურ ტრადიციას აგრძელებს
ავტორი:
01 თებერვალი, 2016. 11:32


22 წლის ბაღდათელ მეღვინე ბაია აბულაძეს ვაზსა და ყურძენზე საუბარი დაუსრულებლად შეუძლია.


სოფელ მეორე ობჩაში ჰექტარ ნახევარზე გაშენებულ ოთხი ათას ძირ ციცკას და ცოლიკაურს ოჯახთან ერთად მეორე კლასიდან უვლის. ვაზის სიყვარულიც ბავშვობიდან დაიწყო.


მეღვინეობა და მევენახეობა ოჯახის ტრადიციაა. დიდი ბაბუის საქმიანობა ბაიას ბაბუამ, ბონდო ღვალაძემ გააგრძელა, რომელიც დღემდე მეღვინეობის წიგნით ხელმძღვანელობს. შემდეგ საკუთარი გამოცდილება შვილს, ზურაბ ღვალაძეს გაუზიარა, ახლა უკვე შვილიშვილის დროა. ოჯახს ყოველწლიურად 13 ტონა ყურძელი მოჰყავს. გასულ წელს, ბაიამ „აწარმოე საქართველოს" ფარგლებში დაფინანსება მიიღო, ღვინის ჩამოსხმისთვის საჭირო აღჭურვილობა შეიძინა და ბოთლში ჩამოსხმული ღვინო, სახელწოდებით „ბაიას ღვინო" უკვე მაღაზიებში გამოჩნდა.


თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის პოლიტიკურ მეცნიერებათა ფაკულტეტის დამთავრების შემდეგ, ახლა ილია ჭავჭავაძის სახელმწიფო უნივერსიტეტის საჯარო პოლიტიკის მაგისტრატურაზე სწავლობს. ლექციებს მხოლოდ მაშინ აცდენს, როცა ეს ვენახისთვისაა საჭირო, თუმცა გული მაინც სოფლისკენ მიუწევს.


სტუდენტური დასაქმების პროგრამით, ბაიას თბილისში ჩამოსვლის დღიდან არაერთ რესტორანში უმუშავია. 22 წლის ასაკში ბაიამ ოჯახის საქმიანობა ბიზნესად აქცია. ღვინის ინდუსტრიაში ახალი სახელი გააჩინა. იცის, რომ  რთული გზა აქვს, თუმცა სირთულეები არ აშინებს და სჯერა, რომ წინ დიდი წარმატება ელოდება.


ბაია: ჩვენი ძალაა ყურძენი, ეს ვენახი და ყოველწლიურად გვაგრძნობინებს ხოლმე, რომ ძლიერია და ჩვენც ვცდილობთ სიყვარული ჩავდოთ ამ საქმეში. როცა ვენახთან მუშაობ, რთულია  გაბრაზდე, ცუდ ხასიათზე იყო. ღვინო და ვენახი დაკავშირებულია იმ საქმეებთან, რაც მიყვარს, რისი გაკეთებაც არასოდეს დამეზარება.


მიუხედავად იმისა, რომ ფიზიკურად ვიღლები, ეს საქმე მოტივაციას მიმაღლებს, ძალით მავსებს. ზაფხულობით მუშაობა 6 საათიდან უნდა დაიწყო. შესვენება შუადღისას შეიძლება, ხოლო საღამოს 9 საათამდე ვენახში კიდევ ბევრი საქმეა. ვერ წარმოიდგენთ როგორ მომწონს, როდესაც ღვინოს ვინმეს ვასინჯებ. სანამ ბოთლს გახსნიან მანამდე დიდი შიში მაქვს. სულ მინდა ვკითხო „ხომ მოგეწონათ?" რადგან კითხვის ფორმულირებიდანაც მიხვდნენ, რომ უარყოფით პასუხს ვერ მივიღებ. ზოგადად, სოფელში ყველაფერი გვყავს: ძროხები, ღორები, ქათმები, ინდაურები და ა.შ. გვაქვს ყანა და ვენახი. ყოველდღიურად ვაკეთებ ყველაფერს, რასაც ჩვეულებრივი სოფლელი გოგო. ბევრ ადამიანს ურჩევნია წავიდეს საზღვარგარეთ და სწრაფად იშოვოს ფული. ობჩაშიც ბევრი დაცარიელებული სახლია. ვფიქრობ, რომ როდესაც სოფელში ცხოვრობ და როდესაც რაიმეს გაკეთება შეგიძლია აქ არის ძალიან ბევრი რესურსი, რათა გაიადვილო ცხოვრება, გახდე წარმატებული, მდიდარი, უბრალოდ არაფერი არ უნდა დაიზარო. ერთ-ერთ რესტორანში აღმოვაჩინე ბიძიას ღვინო. ჩვენი მარნის ღვინო ნახევრად მშრალია და განსაკუთრებული არომატი აქვს", - ამბობს 22 წლის ბაია.


„ბაიას ღვინო" უკვე გავიდა ობჩის გარეთ და მალე საქართველოს გარეთაც გავა. „ბაიას ღვინოსთვის" ბაია ყველაფერს გააკეთებს.



 



წყარო: 20/30 


 

ხათუნა ლაგაზიძის პრესკონფერენცია
13.02.2016
კონსტანტინე გამსახურდიას პრესკონფერენცია
13.02.2016
''ერეკლე მეორის საზოგადოების'' პრესკონფერენცია
13.02.2016
ლევან გოგიჩაიშვილის პრესკონფერენცია
11.02.2016
ნინო მაჭავარიანის, რუსუდან კვალიაშვილის და ირმა მახათაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დემურ გიორხელიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
პეტრე მამრაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
ომარ ნიშნიანიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დიმიტრი ლორთქიფანიძის პრესკონფერენცია
10.02.2016
მანანა ნაჭყებიას პრესკონფერენცია
10.02.2016