reportiori.ge - თავდაცვის უწყებამ ჯარისკაცების საქმეზე გამოძიების ფარგლებში, შესაძლოა, დაზარალებულებთან შეხვედრა მოითხოვოს
ჩვენ შესახებ პარტნიორები ქარტია ბმულები რეკლამა კონტაქტი
პარასკევი, 20 სექტემბერი, 2024. 03:47
პრეს-დაიჯესტი
თავდაცვის უწყებამ ჯარისკაცების საქმეზე გამოძიების ფარგლებში, შესაძლოა, დაზარალებულებთან შეხვედრა მოითხოვოს
ავტორი:
01 თებერვალი, 2016. 11:39


გაეროს ადამიანის უფლებათა უმაღლესი კომისარი ცენტრალურ აფრიკაში სამშვიდობო მისიით მყოფი გარკვეული ჯარისკაცის მხრიდან ადგილობრივ არასრულწლოვან გოგონებზე განხორციელებული სექსუალური ძალადობის შესახებ საუბრობს, რომელშიც ქართველი სამხედროებიც მონაწილეობდნენ.


თავდაცვის სამინისტროს გენშტაბის უფროსის პირველი მოადგილის ომარ ბეგოიძის ინფორმაციით, თავდაცვის სამინისტრომ ცენტრალური აფრიკის რესპუბლიკის სამშვიდობო მისიაში მყოფი ჯარისკაცების შესახებ გავრცელებული ინფორმაციის საფუძველზე დაწყებული გამოძიების ფარგლებში, შესაძლოა, დაზარალებულებთან შეხვედრა მოითხოვოს. განცხადებას ბეგოძე "კვირის პალიტრასთან" საუბრისას აკეთებს:

 

"ერთი კვირის წინ, როდესაც წინასწარი შეტყობინება მივიღეთ, მოვითხოვეთ გამოძიების მასალების გაცნობა, თუმცა აქამდე პასუხი არ მიგვიღია... იმას, რაც გაეროს კომისრის განცხადებაშია ნათქვამი, ფაქტებს ვერ დავარქმევ, რადგან მტკიცებულებები და ეჭვმიტანილები არ არსებობს.

 

დეტალების გარეშე ვერაფერს დავასკვნით და დავიწყეთ გამოძიება... გაეროს და ევროკავშირს ვთხოვეთ, გამოძიების პროცესში დაგვეხმარონ. ალბათ, მოვითხოვთ დაზარალებულებთან შეხვედრასაც.


ახლა მიმდინარეობს ჩვენი ჯარისკაცების დაკითხვა. თუ დამნაშავე რეალურად არსებობს, გამოვლინდება კიდეც და მკაცრად დაისჯება, თუ არა, გაეროს ექნება ზუსტი დასკვნა, რომ ჩვენი ჯარისკაცები უდანაშაულონი არიან...

 

პირველად დადასტურდა, რომ ცილი დასწამეს ქართველებს. სრულფასოვანი გამოძიების ჩატარება იმიტომაც გვინდა, რომ ერთხელ და სამუდამოდ წერტილი დაესვას ცილისწამებასა და პროვოკაციას", - აღნიშნავს ომარ ბეგოიძე.



წყარო: კვირის პალიტრა 


 

ხათუნა ლაგაზიძის პრესკონფერენცია
13.02.2016
კონსტანტინე გამსახურდიას პრესკონფერენცია
13.02.2016
''ერეკლე მეორის საზოგადოების'' პრესკონფერენცია
13.02.2016
ლევან გოგიჩაიშვილის პრესკონფერენცია
11.02.2016
ნინო მაჭავარიანის, რუსუდან კვალიაშვილის და ირმა მახათაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დემურ გიორხელიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
პეტრე მამრაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
ომარ ნიშნიანიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დიმიტრი ლორთქიფანიძის პრესკონფერენცია
10.02.2016
მანანა ნაჭყებიას პრესკონფერენცია
10.02.2016