reportiori.ge - გიორგი კვირიკაშვილი: ვცდილობთ მთავრობის პოლიტიკა ხალხის ნებასა და ინტერესებს გამოხატავდეს!
ჩვენ შესახებ პარტნიორები ქარტია ბმულები რეკლამა კონტაქტი
პარასკევი, 20 სექტემბერი, 2024. 12:44
პოლიტიკა
გიორგი კვირიკაშვილი: ვცდილობთ მთავრობის პოლიტიკა ხალხის ნებასა და ინტერესებს გამოხატავდეს!
ავტორი:
01 თებერვალი, 2016. 12:31



საქართველოს ევროპული და ევროატლანტიკური მისწრაფებები, საქართველოსა და ევროკავშირის პარტნიორობის ძირითადი მიმართულებები და საქართველოს ეკონომიკური განვითარება -აღნიშნულ საკითხებზე მსჯელობენ საერთაშორისო ფორუმზე  "საქართველოს დემოკრატიული და ეკონომიკური განვითარების პერსპექტივები". 


ფორუმის გახსნის ღონისძიებას საქართველოს პრემიერ-მინისტრი დაესწრო.


გიორგი კვირიკაშვილმა ფორუმის ორგანიზატორებს მადლობა გადაუხადა და დამსწრეთ მთავრობის პოლიტიკის ძირითადი პრინციპები გააცნო. პრემიერს განმარტებით, მთავრობის საქმიანობა გამჭვირვალეა და  საქართველომ ბოლო წლების განმავლობაში მიაღწია წინსვლას დემოკრატიული ინსტიტუტების გაძლიერების თვალსაზრისით.

 

„ჩვენ მაქსიმალურად ვცდილობთ მთავრობის პოლიტიკა გამოხატავდეს ხალხის ნებასა და ინტერესებს. კიდევ ერთხელ მინდა განვაცხადო, რომ ჩვენი მთავრობის საქმიანობა არის ღია და გამჭვირვალე. საჭიროდ მიგვაჩნია და ყველაფერს ვაკეთებთ, რომ ქვეყნისთვის მნიშვნელოვანი საკითხების შემუშავებისა და განხილვის პროცესში ჩართული იყვნენ ხელისუფლების სხვადასხვა შტოს, სამოქალაქო სექტორისა და საექსპერტო წრეების წარმომადგენლები და გადაწყვეტილების მიღება ხდებოდეს კონსენსუსისა და სამოქალაქო თანხმობის საფუძველზე. ეს არის ევროპული მმართველობის სტილი, რაც ახალია ჩვენთვის და ნელ-ნელა მკვიდრდება ჩვენს ქვეყანაში. ამ სტილზე უნდა გადავიდეთ და ეს პროცესი ყველამ ერთად უნდა გავიაროთ - ხელისუფლებამაც, სამოქალაქო სექტორმაც და ხალხმაც. ბოლო სამი წლის განმავლობაში საქართველომ მიაღწია სტაბილურ წინსვლას დემოკრატიული ინსტიტუტების გაძლიერების თვალსაზრისით, ხოლო ჩვენმა წარმატებებმა კანონის უზენაესობის, ადამიანის უფლებათა დაცვისა და მმართველობის სფეროებში საერთაშორისო აღიარება ჰპოვა", - განაცხადა გიორგი კვირიკაშვილმა.



საერთაშორისო ფორუმზე სიტყვით გამოსვლისას პრემიერ-მინისტრი მთავრობის ეკონომიკური პოლიტიკის პრიორიტეტებსაც შეეხო.


„ეს გახლავთ ეკონომიკის რეალური სექტორის განვითარებაზე ორიენტირებული, სწრაფი და ეფექტიანი ეკონომიკური ზრდის უზრუნველყოფა, რაც გადაჭრის ქვეყანაში არსებულ ეკონომიკურ პრობლემებს, ხელს შეუწყობს სამუშაო ადგილების შექმნასა და სიღარიბის დაძლევას. ეკონომიკური ზრდა მოიტანს ხალხის ცხოვრების დონის გაუმჯობესებას, საზოგადოების თითოეული წევრის კეთილდღეობას და სოციალურ თანასწორობას. კიდევ უფრო მეტი აქცენტი უნდა გაკეთდეს განათლებასა და ინოვაციებზე. საქართველო არ არის მდიდარი ბუნებრივი რესურსებით. ამიტომ მთელი ყურადღება უნდა დავუთმოთ ჩვენს უმთავრეს რესურსს - ჩვენს ხალხს. მაღალანაზღაურებადი სამუშაო ადგილების შექმნა და მეწარმეობის ხელშეწყობა  მთავრობის მთავარი პრიორიტეტებია. მთავრობა მაქსიმალურად შეუწყობს ხელს კერძო სექტორის თავისუფლებას და, ბიუროკრატიული ბარიერების შემცირებასთან ერთად, სახელმწიფო რეგულაციების ოპტიმალური მოდელი საშუალებას მოგვცემს, რაც შეიძლება სწრაფად განვითარდეს თავისუფალი საბაზრო ურთიერთობები", - აღნიშნა პრემიერ-მინისტრმა.


გიორგი კვირიკაშვილმა ქვეყნისთვის მნიშვნელოვანი საკითხების შემუშავებისა და განხილვის პროცესში ხელისუფლების სხვადასხვა შტოს, სამოქალაქო სექტორისა და საექსპერტო წრეების წარმომადგენლების ჩართულობის მნიშვნელობაზე ისაუბრა და ფორუმის მონაწილეებს წარმატებები უსურვა.


ფორუმი „ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტის" და  ბრემენის უნივერსიტეტის პარტნიორობის ფარგლებში იმართება და მას დიპლომატიური კორპუსის, აღმასრულებელი და საკანონმდებლო  ხელისუფლების წარმომადგენლები ესწრებიან.





 

ხათუნა ლაგაზიძის პრესკონფერენცია
13.02.2016
კონსტანტინე გამსახურდიას პრესკონფერენცია
13.02.2016
''ერეკლე მეორის საზოგადოების'' პრესკონფერენცია
13.02.2016
ლევან გოგიჩაიშვილის პრესკონფერენცია
11.02.2016
ნინო მაჭავარიანის, რუსუდან კვალიაშვილის და ირმა მახათაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დემურ გიორხელიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
პეტრე მამრაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
ომარ ნიშნიანიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დიმიტრი ლორთქიფანიძის პრესკონფერენცია
10.02.2016
მანანა ნაჭყებიას პრესკონფერენცია
10.02.2016