reportiori.ge - გიორგი კვირიკაშვილი: ჩვენ ვაშენებთ ტრადიციულ და ევროპულ ღირებულებებზე დაფუძნებულ ქვეყანას
ჩვენ შესახებ პარტნიორები ქარტია ბმულები რეკლამა კონტაქტი
პარასკევი, 20 სექტემბერი, 2024. 12:39
პოლიტიკა
გიორგი კვირიკაშვილი: ჩვენ ვაშენებთ ტრადიციულ და ევროპულ ღირებულებებზე დაფუძნებულ ქვეყანას
ავტორი:
01 თებერვალი, 2016. 13:00


საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა სასტუმრო „ქორთიართ მარიოტში" საერთაშორისო ფორუმ „საქართველოს დემოკრატიული და ეკონომიკური განვითარების პერსპექტივების" გახსნაზე საქართველოსა და ევროკავშირს შორის ასოცირების შესახებ შეთანხმების შესრულების მნიშვნელობაზე ისაუბრა.


 

ჩვენ ვაშენებთ ტრადიციულ და ევროპულ ღირებულებებზე დაფუძნებულ ქვეყანას. ჩვენ განუხრელად ვადგავართ დემოკრატიული განვითარების კურსს, რაც ევროკავშირთან დაახლოების მთავარი პირობაა. უდიდესი მნიშვნელობა აქვს საქართველოსა და ევროკავშირს შორის ასოცირების შესახებ შეთანხმების შესრულებას. მოგეხსენებათ, რომ ამ შეთანხმების განუყოფელი ნაწილია ღრმა და ყოვლისმომცველი თავისუფალი სავაჭრო სივრცის შესახებ შეთანხმება, რომლის შესრულებაც ხელს შეუწყობს ევროკავშირთან პოლიტიკურ ასოცირებასა და ეტაპობრივ ეკონომიკურ ინტეგრაციას.


ეს გახლავთ ეკონომიკის რეალური სექტორის განვითარებაზე ორიენტირებული, სწრაფი და ეფექტიანი ეკონომიკური ზრდის უზრუნველყოფა, რაც გადაჭრის ქვეყანაში არსებულ ეკონომიკურ პრობლემებს, ხელს შეუწყობს სამუშაო ადგილების შექმნასა და სიღარიბის დაძლევას. ეკონომიკური ზრდა მოიტანს ხალხის ცხოვრების დონის გაუმჯებესებას, საზოგადოების თითოეული წევრის კეთილდღეობას და სოციალურ თანასწორობას.


საქართველო არ არის მდიდარი ბუნებრივი რესურსებით. ამიტომ მთელი ყურადღება უნდა დავუთმოთ ჩვენს უმთავრეს რესურსს - ჩვენს ხალხს.

 

მაღალანაზღაურებადი სამუშაო ადგილების შექმნა და მეწარმეობის ხელშეწყობა მთავრობის მთავარი პრიორიტეტებია. მთავრობა მაქსიმალურად შეუწყობს ხელს კერძო სექტორის თავისუფლებას და, ბიუროკრატიული ბარიერების შემცირებასთან ერთად, სახელმწიფო რეგულაციების ოპტიმალური მოდელი საშუალებას მოგვცემს, რაც შეიძლება სწრაფად განვითარდეს თავისუფალი საბაზრო ურთიერთობები. მთავრობა დიდად აფასებს იმ მნიშვნელოვან დისკუსიებს, რომლებსაც თქვენ წარმართავთ ამ ფორუმის ფარგლებში. დარწმუნებული ვარ, რომ ამ დისკუსიების დროს გამოთქმული იქნება იდეები და წინადადებები, რომლებიც ხელს შეუწყობს მთავრობას სამომავლო საქმიანობაში", - განაცხადა გიორგი კვირიკაშვილმა.


 

ხათუნა ლაგაზიძის პრესკონფერენცია
13.02.2016
კონსტანტინე გამსახურდიას პრესკონფერენცია
13.02.2016
''ერეკლე მეორის საზოგადოების'' პრესკონფერენცია
13.02.2016
ლევან გოგიჩაიშვილის პრესკონფერენცია
11.02.2016
ნინო მაჭავარიანის, რუსუდან კვალიაშვილის და ირმა მახათაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დემურ გიორხელიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
პეტრე მამრაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
ომარ ნიშნიანიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დიმიტრი ლორთქიფანიძის პრესკონფერენცია
10.02.2016
მანანა ნაჭყებიას პრესკონფერენცია
10.02.2016