ცნობილი ქართველის მსაახიობის, რამაზ ჩხიკვაძის ქანდაკება ცხრა აპრილის სკვერში, სახელწოდებით „აზდაკი" საზეიმოდ გაიხსნა. ქანდაკების ავტორი რუსეთში მოღვაწე, ქართველი მოქანდაკე, ზურაბ წერეთელია.
ღონისძიებას ქართველი საზოგადოების წარმომადგენლები, ასევე საქართველოს პრემიერ-მინისტრის მოვალეობის შემსრულებელი, ბიძინა ივანიშვილი ესწრებოდა. იგი სიტყვით გამოვიდა და საზოგადოებას მიმართა.
„რამაზმა მთელი ეპოქა შექმნა. ის გენიალური მსახიობების თანავარსკვლავედში ჩაიწერა. ყველას კარგად გვახსოვს, როგორი პოპულარული იყო რამაზ ჩხიკვაძე, როგორ მოჰყავდა აღტაცებაში მას მაყურებელი. როგორ გააოცა სამშობლო თავისი შემოქმედებით. რამაზი ჩემი და ჩემი ოჯახის მეგობარი გახლდათ და ჩვენ ამით ძალიან ვამაყობთ. ქართველმა ხალხმა მოახერხა და ძეგლის აგებით მას დიდი პატივი მიაგო", - განაცხადა ბიძინა ივანიშვილმა.
„მთელი ის პერიოდი, როდესაც თეატრში ტაშს ვუკრავდი, ჩემი ოცნება იყო, რომ მხატვრული პრაქტიკით გამეკეთებინა ნაწარმოები, რომელიც მუდმივად იქნებოდა, რათა ხალხმა არ დაივიწყოს", - განაცხადა მოქანდაკე ზურაბ წერეთელმა.
დღევანდელი ღონისძიება თბილისის მერიის ორგანიზებით გაიმართა. ცნობილი მსახიობი 83 წლის ასაკში, ორი წლის წინა გარდაიცვალა.