reportiori.ge - გელა ნიკოლაიშვილი: რუსეთისა და ოსეთის მხრიდან ჩადენილ დანაშაულებზე უფრო მეტი მასალები არსებობს
ჩვენ შესახებ პარტნიორები ქარტია ბმულები რეკლამა კონტაქტი
პარასკევი, 20 სექტემბერი, 2024. 12:42
პოლიტიკა
გელა ნიკოლაიშვილი: რუსეთისა და ოსეთის მხრიდან ჩადენილ დანაშაულებზე უფრო მეტი მასალები არსებობს
01 თებერვალი, 2016. 15:00


უფლებადამცველი გელა ნიკოლაიშვილი „რეპორტიორთან" საუბარში აცახდებს, რომ 2008 წლის ომის გამოძიება საკმაოდ რთული იქნება, რადგან ზოგიერთი მტკიცებულება უკვე აღარ არსებობს. თუმცა მიიჩნევს, რომ გამოძიების პროცესში მაინც მრავალი დანაშაული გამოიკვეთება. შეგახსნებეთ, რომ ჰააგის სასამართლომ პროკურორ ფატუ ბენსუდას 2008 წლის ომის მოვლენების გამოძიების უფლება მისცა.


„ზოგადად ამდენი წლის შემდეგ ძალიან რთულია, თუნდაც ასეთი მასშტაბური დანაშაულის გამოძიება, როგორიც აგვისტოს ომია. რადგან ზოგ შემთხვევაში მტკიცებულებები გამქრალია, ზოგიერთი მონაწილე ცოცხალიც აღარ არის. ზუსტად გამოძიება საკმაოდ რთული იქნება, თუ ვინ იყო კონკრეტული დანაშაულის მონაწილე და ვისი ბრძანება იყო გაცემული. ამასთან მგონია, რომ ქართველი მოსახლეობის ეთნოწმენდას ადვილად დაადასტურებს ეს სასამართლო. რაც შეეხება მაღალჩინოსნების პასუხისმგებლობას, ბუნებრივია, როდესაც ომი მიმდინარეობს იქ დიდი ალბათობით, რომ ორივე მხარიდან ხდებოდა სამხედრო დანაშაული კაცობრიობის წინააღმდეგ, რომელიც ძირითადად ეხება მშვიდობიანი მოსახლეობის და სამხედრო ტყვეების მიმართ არაადამიანურ მოქცევას  და განხორცილებულ სამხედრო ოპერაციებს. არ არის გამორიცხული, რომ ერთი მხრიდანაც და მეორე მხრიდანაც რაღაც გამოიკვეთოს, თუმცა ობიექტურად, რუსეთისა და ოსეთის მხრიდან ჩადენილ დანაშაულებზე უფრო მეტი მასალები არსებობს, რაზეც ვფიქრობ, სასამართლო მეტ აქცენტს გააკეთებს. გამორიცხული არც ქართული მხარის წარმომადგენლების მხრიდან ჩადენილი დანაშაულის გამოკვეთაა, თუმცა ვფიქრობ, ამის უფრო ნაკლები შანსი არსებობს", - აცხადებს ნიკოლაიშვილი.


 

ხათუნა ლაგაზიძის პრესკონფერენცია
13.02.2016
კონსტანტინე გამსახურდიას პრესკონფერენცია
13.02.2016
''ერეკლე მეორის საზოგადოების'' პრესკონფერენცია
13.02.2016
ლევან გოგიჩაიშვილის პრესკონფერენცია
11.02.2016
ნინო მაჭავარიანის, რუსუდან კვალიაშვილის და ირმა მახათაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დემურ გიორხელიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
პეტრე მამრაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
ომარ ნიშნიანიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დიმიტრი ლორთქიფანიძის პრესკონფერენცია
10.02.2016
მანანა ნაჭყებიას პრესკონფერენცია
10.02.2016