ევროპული მედია „ევროპოლზე" დაყრდნობით იტყობინება, რომ ევროპაში 10 000 მიგრანტი ბავშვია დაკარგული. გავრცელებული ცნობით, დაკარგული მცირეწლოვნების უმრავლესობა შესაძლოა, ტრეფიკინგის მსხვერპლი იყოს.
„ევროპოლის" წარმომადგენლის ბრაიან დონალდის განცხადებით, მცირეწლოვნები მიმღებ ქვეყანაში დარეგისტრირების შემდეგ გაუჩინარდნენ. მხოლოდ იტალიაში 5 000 ბავშვი დაიკარგა, შვედეთში კი - 1 000.
„არ იქნება გონივრული ვთქვათ, რომ ჩვენ 10 000-ზე მეტ ბავშვს ვეძებთ, ყველანი ექსპლუატაციის მსხვერპლი არ იქნება. ჩვენ უბრალოდ არ ვიცით ისინი სად არიან, რას აკეთებენ და ვისთან ერთად არიან", - განაცხადა ბრაიან დოლანდმა.
ორგანიზაცია Save The Children-ის მონაცემებით, გასულ წელს ევროპაში დაახლოებით 26 000 ბავშვი ჩავიდა თანმხლები პირების გარეშე. ევროპოლის მონაცემებით კი, ევროპაში ჩასული მიგრანტების 27 პროცენტი არასრულწლოვანი იყო.
გაერო-ს ბავშვთა ფონდი ევროპის ქვეყნებს მოუწოდებს უფრო მეტი ნაბიჯები გადადგან მიგრანტი ბავშვების დასაცავად.