reportiori.ge - დავით უსუფაშვილი ბიძინა ივანიშვილზე: მე დავრწმუნდი არამხოლოდ მის შესაძლებლობებში, არამედ მის გულწრფელობაში!
ჩვენ შესახებ პარტნიორები ქარტია ბმულები რეკლამა კონტაქტი
კვირა, 10 ნოემბერი, 2024. 13:40
პოლიტიკა
დავით უსუფაშვილი ბიძინა ივანიშვილზე: მე დავრწმუნდი არამხოლოდ მის შესაძლებლობებში, არამედ მის გულწრფელობაში!
ავტორი:
01 თებერვალი, 2016. 18:22


საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის დავით უსუფაშვილის განცხადებით, ბიძინა ივანიშვილი დღეს გაცილებით აღმატებულია, ვიდრე იყო ოთხი წლის წინ. განცხადება უსუფაშვილმა ჟურნალისტებთან საუბრისას გააკეთა.


„პირადად ჩემი მოსაზრება ბატონ ბიძინა ივანიშვილზე დღეს არის გაცილებით მაღალი და აღმატებული, ვიდრე ეს იყო ოთხი წლის წინ, ძალიან მარტივი მიზეზის გამო  - ოთხი წლის წინ მე მას არ ვიცნობდი, მაშინ გავიცანი, მაგრამ ჯერ კიდევ კარგად არ ვიცნობდი. 

 

 

შემდგომმა წლებმა და ურთიერთობამ კი დამარწმუნა, რომ  თითქოსდა დაუჯერებელი ამბები, რასაც ეს კაცი ამბობდა, ქართული პოლიტიკისთვის იყო წარმოუდგენელი. სხვა სამყაროდან რატომ შეიძლება ადამიანს უნდოდეს ამდენის გაღება საზოგადოებისთვის, ან პოლიტიკაში რატომ უნდა უნდოდეს მოსვლა, თუ არ დარჩება იქ... და ა.შ. უამრავი ასეთი კითხვა იყო, რომელზეც პასუხების გაცემა სჭირდება ან პასუხების დაჯერება ჭირდა, ეს იმდენად არაორდინალური და უპრეცენდენტო იყო. მე დავრწმუნდი არამხოლოდ მის შესაძლებლობებში, არამედ მის გულწრფელობაში. დავრწმუნდი იმაში, რომ რასაც აკეთებდა და, როგორც აკეთებდა, უნდოდა ქვეყნის და ხალხის საკეთილდღეოდ. წასვლაც უნდოდა ქვეყნის და ხალხის საკეთილდღეოდ.

 

მას მაინც მოუწია საჯარო საკითხებში იმაზე მეტად აქტიურობა და გამოჩენა, ვიდრე ეს სურდა. ამიტომ ვიყო უმადური და უკმაყოფილო - კიდევ მეტი რატომ არ გააკეთა, ერთი ოპერა კარგია, მაგრამ შვიდი ჯობდა, სააკაშვილის წასვლა კარგია, მაგრამ კოსმოსში რომ გაეგზავნა უკეთესი იქნებოდა, კი აღარ არის „ნაციონალური მოძრაობა" უმრავლესობაში, მაგრამ პარლამენტში მაინც რომ ჩანან, იქნებ რაიმე მოეხერხებინა და საერთოდ არ გამოჩენილიყვნენ, როგორმე მოეხერხებინა და ჩვენს გარშემო რომ ჩამოიქცა ვალუტები და ეკონომიკები, საქართველო აეყვავებინა, რატო ეს ვერ ქნა და ა.შ. ამ ტიპის მსჯელობაში ძნელია გაყვე ვინმეს. რა თქმა უნდა, იქნებიან პოლიტიკური ლიდერები, პოლიტიკური პარტიები, ვინც სწორედ აქეთ წაიყვანენ საქმეს.

 

მე მგონია რომ ჩვენ ცოტა სხვა მხარეს უნდა გავიხედოთ. ჩვენ კოალიციამ, ძალიან მალე უნდა გავაკეთოთ ძალიან მარტივი რამ - ავიღოთ ფურცელი, ჩამოვუსვათ ხაზი და ჩამოვწეროთ, რას დავპირდით ხალხს. რას დაპირდა ბიძინა ივანიშვილი.

 

რასაც ბიძინა ივანიშვილი დაპირდა 100 პროცენტით შესრულდა. შესაძლოა, „ქართული ოცნება" რასაც დაპირდა, იქიდან რაღაც ნაწილი არ შესრულდა. რატომ ვერ შესრულდა, რა მიზეზით,  რა დაგვაკლდა, დაგვავიწყდა თუ რამე სხვა მიზეზის გამო ეს უნდა გაიზომოს.  ვინც საჯარო სამსახურში ვართ, ჩვენ ყველა ერთად ვემსახურებით ქვეყანას.

 

არჩევნები არ არის მზეჭაბუკების გამოჩენის ადგილი, არჩევნები არის ძალიან მარტივი ამბავი, ოთხი შესაძლო კანდიდატიდან ვინ არის უკეთესი.

 

მე შეიძლება მგონია, რომ ჩემი მზეჭაბუკი ჯერ არ დაბადებულა, ან სხვა ქვეყანაში ცხოვრობს, მაგრამ არჩევნები ამის ადგილი არ არის", - აღნიშნა დავით უსუფაშვილმა.


 

ხათუნა ლაგაზიძის პრესკონფერენცია
13.02.2016
კონსტანტინე გამსახურდიას პრესკონფერენცია
13.02.2016
''ერეკლე მეორის საზოგადოების'' პრესკონფერენცია
13.02.2016
ლევან გოგიჩაიშვილის პრესკონფერენცია
11.02.2016
ნინო მაჭავარიანის, რუსუდან კვალიაშვილის და ირმა მახათაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დემურ გიორხელიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
პეტრე მამრაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
ომარ ნიშნიანიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დიმიტრი ლორთქიფანიძის პრესკონფერენცია
10.02.2016
მანანა ნაჭყებიას პრესკონფერენცია
10.02.2016