reportiori.ge - ''პრეზიდენტის ყოველწლიური მოხსენება ქვეყნის მდგომარეობის უმნიშვნელოვანეს საკითხებს შეეხება''
ჩვენ შესახებ პარტნიორები ქარტია ბმულები რეკლამა კონტაქტი
კვირა, 10 ნოემბერი, 2024. 13:42
პოლიტიკა
''პრეზიდენტის ყოველწლიური მოხსენება ქვეყნის მდგომარეობის უმნიშვნელოვანეს საკითხებს შეეხება''
ავტორი:
01 თებერვალი, 2016. 14:31


პრეზიდენტის საპარლამენტო მდივანმა გიორგი კვერენჩხილაძემ ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა, რომ გიორგი მარგველაშვილი საკანონმდებლო ორგანოს წინაშე ყოველწლიური მოხსენებით 3 თებერვალს წარსდგება. მისი თქმით, პრეზიდენტის ყოველწლიური მოხსენება ქვეყნის მდგომარეობის უმნიშვნელოვანეს საკითხებს შეეხება:



"ჩვენი პოზიცია იყო, რომ პრეზიდენტის ყოველწლიური მოხსენება გამართულიყო ისე, როგორც ამას ითვალისწინებს საქართველოს პარლამენტის რეგლამენტი - საგაზაფხულო სესიის პლენარული სხდომების პირველ დღეს. შესაბამისად, ჩვენი ეს პოზიცია იქნა გაზიარებული და პრეზიდენტი ყოველწლიური მოხსენებით პარლამენტის წინაშე რეგლამენტით გათვალისწინებულ ვადაში წარსდგება.

 

გამოსვლა შეეხება ქვეყნის მდგომარეობის უმნიშვნელოვანეს საკითხებს, იქნება ეს საშინაო თუ საგარეო პოლიტიკასთან დაკავშირებული თემატიკა.

 

ფორმატთან დაკავშირებით საქართველოს პრეზიდენტს არაერთხელ დაუფიქსირებია პოზიცია და შეგვიძლია კვლავ დავაფიქსიროთ, რომ საქართველოს პრეზიდენტი მზადაა, ნებისმიერ ფორმატში მიიღოს მონაწილეობა", - განაცხადა კვერენჩხილაძემ.


 

ხათუნა ლაგაზიძის პრესკონფერენცია
13.02.2016
კონსტანტინე გამსახურდიას პრესკონფერენცია
13.02.2016
''ერეკლე მეორის საზოგადოების'' პრესკონფერენცია
13.02.2016
ლევან გოგიჩაიშვილის პრესკონფერენცია
11.02.2016
ნინო მაჭავარიანის, რუსუდან კვალიაშვილის და ირმა მახათაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დემურ გიორხელიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
პეტრე მამრაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
ომარ ნიშნიანიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დიმიტრი ლორთქიფანიძის პრესკონფერენცია
10.02.2016
მანანა ნაჭყებიას პრესკონფერენცია
10.02.2016