reportiori.ge - იანოშ ჰერმანი: ნულოვანი ტოლერანტობის პრინციპით ვუდგებით სექსუალური ძალადობის ფაქტებს!
ჩვენ შესახებ პარტნიორები ქარტია ბმულები რეკლამა კონტაქტი
კვირა, 10 ნოემბერი, 2024. 13:20
პოლიტიკა
იანოშ ჰერმანი: ნულოვანი ტოლერანტობის პრინციპით ვუდგებით სექსუალური ძალადობის ფაქტებს!
ავტორი:
01 თებერვალი, 2016. 15:27


საქართველოში ევროკავშირის ელჩმა იანოშ ჰერმანმა ჟურნალისტებს განუცხადა, რომ ცენტრალური აფრიკის რესპუბლიკაში ევროკავშირის მისიის ფარგლებში მყოფი ჯარისკაცების მიმართ გაჟღერებულ ბრალდებებს ევროკავშირი სერიოზულად უდგება:



ჩვენ ნულოვანი ტოლერანტობის პრინციპით ვუდგებით ევროკავშირის მისიებისა და ოპერაციების ფარგლებში ჩადენილ სექსუალური ძალადობის ფაქტებსა და სისხლის სამართლის ნებისმიერ დანაშაულს.

 

მნიშვნელოვანია, რომ ეს ბრალდებები გამოძიებულ იქნას. ჩვენ ახლა ჩვენებებზე დაფუძნებული ბრალდებები გვაქვს და სწორი იქნება აღვნიშნოთ, რომ ეს საკითხი კარგად უნდა განიმარტოს.

 

ყველა ქვეყანას, რომელიც ევროკავშირის ოპერაციებში საკუთარ სამხედროებს გზავნის, აქვს ნათელი ვალდებულებები ევროკავშირის მორალური სტანდარტების და ნულოვანი ტოლერანტობის პოლიტიკის მიმართ.

 


მომხდართან დაკავშირებით გამოძიება პირველ რიგში იმ ქვეყნების მიერ უნდა მოხდეს, რომელთა სამხედროების მიმართაც ისმის ბრალდებები", - განაცხადა იანოშ ჰერმანმა.


 

ხათუნა ლაგაზიძის პრესკონფერენცია
13.02.2016
კონსტანტინე გამსახურდიას პრესკონფერენცია
13.02.2016
''ერეკლე მეორის საზოგადოების'' პრესკონფერენცია
13.02.2016
ლევან გოგიჩაიშვილის პრესკონფერენცია
11.02.2016
ნინო მაჭავარიანის, რუსუდან კვალიაშვილის და ირმა მახათაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დემურ გიორხელიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
პეტრე მამრაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
ომარ ნიშნიანიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დიმიტრი ლორთქიფანიძის პრესკონფერენცია
10.02.2016
მანანა ნაჭყებიას პრესკონფერენცია
10.02.2016