reportiori.ge - ელისო ჩაფიძე: ოჯახი არის ქალისა და მამაკაცის ერთობა!
ჩვენ შესახებ პარტნიორები ქარტია ბმულები რეკლამა კონტაქტი
კვირა, 10 ნოემბერი, 2024. 13:39
პოლიტიკა
ელისო ჩაფიძე: ოჯახი არის ქალისა და მამაკაცის ერთობა!
01 თებერვალი, 2016. 16:35


„ოჯახი არის ქალისა და მამაკაცის ერთობა" - საქართველოს კონსტიტუციაში ამ ტიპის ჩანაწერის გაკეთება აბსოლუტურად შეთავსებადია და არ ეწინააღმდეგება ანტიდისკრიმინაციული კანონს", - ამის შესახებ „რეპორტიორს" პარლამენტარმა ელისო ჩაფიძემ განუცხადა.


მისი თქმით, ამ თემაზე მმართველ პოლიტიკურ გუნდში დებატები გამართულა და გადაწყვეტილებაც მიღებულია.


„ეს თემა აქტუალური გახდა იმ საკონსტიტუციო სარჩელიდან გამომდინარე, რომელიც სასამართლოში შევიდა და რომელიც ერთსქესიანთა ქორწინებასთან დაკავშირებულ პრობლემებზეა. მე, რა თქმა უნდა, თავს შევიკავებდი რაიმე კონკრეტული ვთქვა ამ სარჩელთან დაკავშირებით, რადგანაც ეს სასამართლოს განსახილველი თემაა. თუმცა ვფიქრობ, რომ ჩვენ აქტიურად უნდა დავიწყოთ მუშაობა, რომ ეს ჩანაწერი გაკეთდეს საქართველოს კონსტიტუციაში და ამით დასრულდეს ის დებატები, რომელიც მიმდინარეობს საზოგადოებაში. დარწმუნებული ვარ, პარლამენტი მხარს დაუჭერს ამ ჩანაწერის გაკეთებას და ასევე დარწმუნებული ვარ, რომ ამის მომხრე იქნება ქართული საზოგადოების ძალიან დიდი ნაწილი", - განაცხადა ჩაფიძემ.


 

ხათუნა ლაგაზიძის პრესკონფერენცია
13.02.2016
კონსტანტინე გამსახურდიას პრესკონფერენცია
13.02.2016
''ერეკლე მეორის საზოგადოების'' პრესკონფერენცია
13.02.2016
ლევან გოგიჩაიშვილის პრესკონფერენცია
11.02.2016
ნინო მაჭავარიანის, რუსუდან კვალიაშვილის და ირმა მახათაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დემურ გიორხელიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
პეტრე მამრაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
ომარ ნიშნიანიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დიმიტრი ლორთქიფანიძის პრესკონფერენცია
10.02.2016
მანანა ნაჭყებიას პრესკონფერენცია
10.02.2016