reportiori.ge - გიორგი მარგველაშვილი: კვირიკაშვილთან მაქვს კომუნიკაცია, თუმცა მედიით არ შუქდება
ჩვენ შესახებ პარტნიორები ქარტია ბმულები რეკლამა კონტაქტი
პარასკევი, 20 სექტემბერი, 2024. 12:40
პოლიტიკა
გიორგი მარგველაშვილი: კვირიკაშვილთან მაქვს კომუნიკაცია, თუმცა მედიით არ შუქდება
ავტორი:
01 თებერვალი, 2016. 23:38


„მე არ ვარ პლუტარქე, რომ შედარებითი ბიოგრაფიები ვწერო ან ერთი პრემიერის, ან მეორესი", - განაცხადა ტელეკომპანია „TV პირველის" ეთერში საქართველოს პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა.


„მე ბატონი კვირიკაშვილის მიერ ვხედავ წინ გადადგმულ სახელმწიფოებრივ ნაბიჯებს, რომელიც მიმართულია იმისკენ, რომ უფრო დავასტაბილუროთ პოლიტიკური ვითარება", - აღნიშნა მარგველაშვილმა.


პრეზიდენტის განცხადებით უმჯობესი იქნებოდა, გიორგი კვირიკაშვილს არა იმის შესახებ ესაუბრა, ესწრება თუ არა პარლამენტში პრეზიდენტის გამოსვლას, არამედ უმჯობესია საუბარი გამოსვლას დაეთმოს.


"უმჯობესია ვისაუბროთ არა იმის თაობაზე მოვიდა თუ არა კონკრეტული პირი ისეთ მნიშვნელოვან შეხვედრაზე, როგორიც არის უშიშროების საბჭო, არამედ ვისაუბროთ იმაზე, რა გააკეთა უშიშროების საბჭომ. ვისაუბროთ არა იმაზე, რომელმა პოლიტიკოსმა ენამოსწრებულად მეორეზე რამე თქვა, რომლის უკანაც შეურაცხყოფის მეტი არაფერი დგას, არამედ ვისაუბროთ იმაზე, რომ რანაირად მოახერხეს პოლიტიკოსებმა ქვეყნის უკეთესად მუშაობა. ეს მეც, პრემიერ-მინისტრსაც, მინისტრებსაც ბევრად უფრო რთულ ვითარებაში გვაყენებს, რათა ვისაუბროთ იმაზე თუ რა გავაკეთეთ", - აღნიშნა პრეზიდენტმა.



გიორგი მარგველაშვილის თქმით, კვირიკაშვილთან აქვს კომუნიკაცია და ურთიერთობა, რომელიც მედიით არ შუქდება.


 

ხათუნა ლაგაზიძის პრესკონფერენცია
13.02.2016
კონსტანტინე გამსახურდიას პრესკონფერენცია
13.02.2016
''ერეკლე მეორის საზოგადოების'' პრესკონფერენცია
13.02.2016
ლევან გოგიჩაიშვილის პრესკონფერენცია
11.02.2016
ნინო მაჭავარიანის, რუსუდან კვალიაშვილის და ირმა მახათაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დემურ გიორხელიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
პეტრე მამრაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
ომარ ნიშნიანიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დიმიტრი ლორთქიფანიძის პრესკონფერენცია
10.02.2016
მანანა ნაჭყებიას პრესკონფერენცია
10.02.2016