reportiori.ge - ირაკლი ლექვინაძე: ტაქსების რაოდენობა არ შეიზღუდება
ჩვენ შესახებ პარტნიორები ქარტია ბმულები რეკლამა კონტაქტი
ხუთშაბათი, 14 ნოემბერი, 2024. 09:21
საზოგადოება
ირაკლი ლექვინაძე: ტაქსების რაოდენობა არ შეიზღუდება
ავტორი:
02 თებერვალი, 2016. 00:19


თბილისის მერია ქალაქის ავტოპარკის განახლებას გეგმავს.  აგვისტოდან სექტემბრამდე ახალი, უსაფრთხო ავტობუსების პირველ ნაწილი შემოვა თბილისში. ამის შესახებ თბილისის მერის მოადგილემ, ირაკლი ლექვინაძემ გადაცემა 2030-ში ისაუბრა.


 "უნდა ვიცოდეთ, რა ავტომობილი მოძრაობს და ვინ არის მეპატრონე. ლიცენზიის საკითხი არ განიხილება. ტაქსების რაოდენობა არ შეიზღუდება. ესაა პროცესი, რომელმაც აღრიცხვიანობა უნდა მოგვცეს. ტაქსით მოძრავ ადამიანებს ცხოვრება არ გაურთულდებათ და გაუძვირდებათ." - განაცხადა ირაკლი ლექვინაძემ.


მინისტრის მოადგილემ  თბილისის საცობებისგან განტვირთვის გეგმაზეც ისაუბრა.


"საცობების პრობლემის მოგვარებას უზრუნველყოფს კრწანისი-შინდისის მონაკვეთის მშენებლობა, რითაც თბილისის ცენტრიდან გარკვეული ნაკადების გადასროლა მოხდება. ასევე, ჩავატარეთ კვლევა გერმანულ კომპანიასთან ერთად, რომელმაც 5 სცენარი შემოგვთავაზა. შერჩეულ იქნა ყველაზე ოპტიმალური ვარიანტი, რაც შუქნიშნებით, კუნძულებით და სხვა მცირე ინფრასტრუქტურის მოწესრიგებით, მაგისტრალების გამტარიანობის ზრდას უზრუნველყოფს. გვაქვს 5 პუნქტიანი გეგმა, სადაც 2016 წელს განსახორციელებელი პროექტებია მოცემული, რომლებიც მოძრაობას მნიშვნელოვნად განტვირთავს."- აღნიშნა ირაკლი ლექვინაძემ.


 

ხათუნა ლაგაზიძის პრესკონფერენცია
13.02.2016
კონსტანტინე გამსახურდიას პრესკონფერენცია
13.02.2016
''ერეკლე მეორის საზოგადოების'' პრესკონფერენცია
13.02.2016
ლევან გოგიჩაიშვილის პრესკონფერენცია
11.02.2016
ნინო მაჭავარიანის, რუსუდან კვალიაშვილის და ირმა მახათაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დემურ გიორხელიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
პეტრე მამრაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
ომარ ნიშნიანიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დიმიტრი ლორთქიფანიძის პრესკონფერენცია
10.02.2016
მანანა ნაჭყებიას პრესკონფერენცია
10.02.2016