reportiori.ge - თამარ სანიკიძე: ყველაფერი კეთდება იმისთვის, რომ ზოგადი განათლების ხარისხმა აიწიოს
ჩვენ შესახებ პარტნიორები ქარტია ბმულები რეკლამა კონტაქტი
პარასკევი, 20 სექტემბერი, 2024. 10:48
პოლიტიკა
თამარ სანიკიძე: ყველაფერი კეთდება იმისთვის, რომ ზოგადი განათლების ხარისხმა აიწიოს
ავტორი:
02 თებერვალი, 2016. 00:20


ყველაფერი კეთდება იმისთვის, რომ ზოგადი განათლების ხარისხმა აიწიოს და მოსწავლის შედეგები გაუმჯობესდეს. მთელი სისტემა შეიცვალა იმისთვის, რომ პედაგოგს შესაბამისი მხარდაჭერა და პროფესიული განვითარების საშუალება მისცემოდა. გაიზარდა სახელფასო ანაზღაურება, რომელიც შესრულებულ სამუშაოსთანაა მიბმული. ეს მასწავლებელთა მოტივაციის გაზრდის საშუალებაა."- განაცხადა განათლების და მეცნიერების მინისტრმა, თამარ სანიკიძემ, 2030-ში სტუმრობისას.


 მინისტრმა ასევე ისაუბრა ახალ კანონპროექტზე, რომლის მიხედვითაც 2017 წლიდან უნივერსიტეტებმა ავტორიზაცია ახალი სტანდარტებით უნდა გაიარონ.


აკრედიტაციისა და ავტორიზაციის არსებულ სტანდარტებს 4 სტანდარტი დაემატა. 5 წლიანი ავტორიზაციის პროცედურიდან 6 წლიანზე გადავდივართ, ხოლო 5 წლიანი აკრედიტაციის პროგრამიდან - 7 წლიანზე. ახალი სისტემით, მაქსიმალურად მოხდება უნივერსიტეტების რესურსების შემოწმება, რათა დავრწმუნდეთ, რომ სტუდენტებს ხარისხიანი სერვისი მიეწოდებათ. შეიქმნა ელექტრონული სისტემა, რომელიც ადამიანური რესურსების მინიმიზაციას და შეცდომების დაშვების აღკვეთას უზრუნველყოფს.

 

ავტორიზაციის პროცედურებს 2016 წლის სექტემბრიდან ვიწყებთ. ამის შემდეგ, ავტორიზირებულ სასწავლო დაწესებულებებს აკრედიტაციისთვის მოსამზადებლად კიდევ 1 წელი ექნებათ. 2016 წლის ბიუჯეტში, მათი ინსტიტუციური გაძლიერებისთვის საჭირო პროცედურების ხელშემწყობი სახსრები გათვალისწინებული გვაქვს. კანონში შეტანილი ცვლილებები უნივერსიტეტების ხელმძღვანელებთან იქნა შეთანხმებული." - აღნიშნა მინისტრმა.


 

ხათუნა ლაგაზიძის პრესკონფერენცია
13.02.2016
კონსტანტინე გამსახურდიას პრესკონფერენცია
13.02.2016
''ერეკლე მეორის საზოგადოების'' პრესკონფერენცია
13.02.2016
ლევან გოგიჩაიშვილის პრესკონფერენცია
11.02.2016
ნინო მაჭავარიანის, რუსუდან კვალიაშვილის და ირმა მახათაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დემურ გიორხელიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
პეტრე მამრაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
ომარ ნიშნიანიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დიმიტრი ლორთქიფანიძის პრესკონფერენცია
10.02.2016
მანანა ნაჭყებიას პრესკონფერენცია
10.02.2016