სახელმწიფო პროგრამის, „აწარმოე საქართველოში" ფარგლებში მიკრო და მცირე მეწარმეობის დაფინანსება ჯერ კიდევ 2015 წლის 15 მარტიდან დაიწყო. თუმცა დაფინანსების მეორე ეტაპი 2016 წლის თებერვლის შუა რიცხვებში დაიწყება.
მეწარმეობის განვითარების დეპარტამენტის უფროსი ოთარ ანთია დანტერესებულ პირებს რჩევებს აძლევს:
„ბიზნეს იდეების შერჩევა ხდება კონტრაქტორი ორგანიზაციების მიერ, რომლებიც სამთავრობო კომისიის მიერ არიან შერჩეულნი. იდეა რა თქმა უნდა მოგებაზე ორიენტირებული, რელევანტური უნდა იყოს, რასაც უშუალოდ შეფასების კომისიაში მყოფი ექსპერტები განსაზღვრავენ.
ბიზნეს იდეა უნდა იყოს მხოლოდ ერთი. ფოკუსირება უნდა მოხდეს კონკრეტულ ბიზნესზე.
ეკონომიკური საქმიანობის სფერო ამ თვალსაზრისით შეზღუდული ნამდვილად არ არის.
ერთდერთი შეზღუდვაა, რომ განმცხადებელი უნდა იყოს სრულწლოვანი, საქართველოს მოქალაქე."- განაცხადა ანთიამ „რეპორტიორთან" საუბარში და აღნიშნა, რომ პირველი ეტაპის ფარგლებში განაცხადების რაოდენობამ 8 000-ს მიაღწია.
„პროგრამის მიმართ შეინიშნებოდა საკმაოდ მაღალი ინტერესი საზოგადოების მხრიდან, რასაც მოწმობს შემოსული ბიზნეს იდეების რაოდენობა, რომელიც 8000 აღწევს."